როგორ აირჩიოთ კორპორატიული საჩუქრები: იდეები თანამშრომლებისთვის და მენეჯერებისთვის | Yolo

რომელი შთაბეჭდილებები შეეფერება კორპორატიულ საჩუქრებს?

შინაარსი
arrow

კორპორატიული საჩუქრები პროფესიული კულტურის მნიშნვნელოვანი ნაწილია, რადგან სწორი შერჩევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ თანამშრომლებს შორის მყარი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ. განსაკუთრებით აქტუალურია კორპორატიული საახალწლო საჩუქრები, რადგან ისინი გამოხატავენ ყურადღებასა და პატივისცემას, შესაბამისად, ქმნიან უფრო სასიამოვნო სამუშაო გარემოს. თუ არ იცით ან იდეებს ეძებთ რა აჩუქოთ თქვენ კოლეგასა თუ ბიზნეს პარტნიორს, ჩვენ დაგეხმარებით.

რა ვაჩუქოთ უფროსს

უფროსისთვის ახალი წლის კორპორატიული საჩუქრის არჩევისას მნიშვნელოვანია მისი ინტერესების და გემოს გამოთვალისწინება, რათა საჩუქარი არ წარმოადგენს მხოლოდ ფორმალობას და გამოხატავდეს ყურადღებას.

ასეთი საჩუქრების რამდენიმე ვარიანტია:

  • ელეგანტური სამაგიდო სანათი;
  • მაღალი ხარისხის ტყავის ბლოკნოტი;
  • ძვირადღირებული საათი ან დახვეწილი სამაჯური;
  • პრემიუმ ჩაისა ან ყავის ნაკრები;
  • ბიზნეს ჟურნალის (subscription) გამოწერა ან წიგნი ლიდერობის თემაზე;
  • რესტორნის სასაჩუქრე სერტიფიკატი;
  • ტყავის ჩანთა ან ჩასადები;
  • ექსკლუზიური ღვინო ან კონიაკი;
  • საოფისე დეკორაცია, მაგალითად, ფიგურა ან ნახატი.

როცა თქვენ ირჩევთ კორპორატიულ საჩუქარს უფროსისთვის, აუცილებელია, რომ ის ასახავდეს მის ხასიათსა და მისი როლის მნიშვნელობას კომპანიაში.

რა ვაჩუქოთ თანამშრომლებს

თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საჩუქრები არა მხოლოდ მადლიერების გამოხატვის საშუალებაა, არამედ არის შესაძლებლობაც უფრო მეგობრული გარემოს ჩამოსაყალიბლებლად. რა თქმა უნდა, აუცილებელია თანამშრომელთა ინტერესების გათვალისწინება, რათა საჩუქარი იყოს სასიამოვნოც და პრაქტიკულიც.

თანამშრომელს შეგიძლიათ აჩუქოთ:

  • სასაჩუქრე სერტიფიკატები ტანსაცმლისა ან კოსმეტიკის მაღაზიებში;
  • დახვეწილი სამაგიდო სანათები;
  • სასაჩუქრე სერტიფიკატები განტვირთვისთვისა და გართობისთვის (კინო, სპა);
  • კომფორტული პლედები ან ტანსაცმელი კომპანიის ლოგოთი;
  • “Smart devices” ანუ ჭკვიანი მოწყობილებები ოფისისთვის (მაგალითად უსადენო ყურსასმენები ან დამტენები);
  • ტკბილეულისა და დელიკატესების სასაჩუქრე ყუთები;
  • მინიბარი ექსკლუზიური სასმელებით.

თქვენი მიზანია, რომ საჩუქრებმა გააღვივონ დადებითი ემოციები და ხაზი გაუსვან თითოეული თანამშრომლის მნიშვნელობას კომპანიაში, განურჩევლად მისი პოზიციისა ან კომპანიაში მუშაობის ხანგრძლივობის.

შთაბეჭდილებები კორპორატიული საჩუქრებისთვის

“აქტივობების ზონა”: კრეატიული გამოცდილებები სტუმრებისთვის

“აქტივობების ზონა” არის სივრცე, სადაც ყველას შეუძლია გამოავლინოს საკუთარი კრეატიულობა, აღმოაჩინოს ახალი ნიჭი და განიტვირთოს სხვადასხვა ვორქშოპების საშუალებით, რომელთა შორისაა საშობაო დეკოცარიების დამზადება, თეფშების მოხატვა, სუნამოსა და საპონის შექმნა.

ამ სივრცეში სტუმრებს შეუძლიათ ჩაეფლონ კრეატიულ ატმოსფეროში და თან გაიყოლონ არა მხოლოდ შთაგონება, არამედ დაუვიწყარი მოგონებებიც და შთაბეჭდილებებიც.

განგრძობითი აქტივობები

უწყვეტი აქტივობების საშუალებით, თითოეულ სტუმარს შეუძლია იპოვოს ის, რაც მას რეალურად აღაფრთოვანებს. მაგალითისთვის, VR გამოცდილებები მონაწილეებს ამოგზაურებს ვირტუალურ სამყაროში, რისი მეშვეობითაც ისინი განუმეორებელ ემოციებსა და გამოცდილებებს იღებენ.

სათამაშო ზონები როგორებიც არის Dendy, SEGA და PlayStation, სადაც უამრავ კლასიკურ თამაშს შეხვდებით, დაგაბრუნებთ ბავშვობაში. ამავდროულად, ფრენის და მანქანის სიმულატორები გაგრძნობინებთ თავს როგორც თვითმფრინავის პილოტად ან მრბოლელად, ხოლო Beer Pong დაგიმატებთ კონკურენციის განცდას და სხვანაირად გაგახალისებთ.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამდაგვარი კორპორატიული საჩუქრები კოლეგებისთვის აუცილებლად დატოვებენ დაუვიწყარ მოგონებებს ყველასთვის.

ჩაის ცერემონიები

ჩაის ცერემონია არის ჩაის დამზადების რიტუალი, რომელიც ყურადღებას უთმობს თითოეულ დეტალს და ქმნის მშვიდ და ჰარმონიულ ატმოსფეროს. შუადღის ბრიტანული ჩაის ცერემონია თავისი მყუდრო გარემოთი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ჩაის გემოთი დატკბეთ, არამედ მედიტაციურ მდგომარეობაშიც ჩაიძიროთ. ეს არის იდეალური საახალწლო კორპორატიული საჩუქარი მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიმშვიდე, სიმყუდროვე და გემრიელი ჩაი.

ცეკვის მასტერკლასები

ცეკვის ვორქშოპები შესანიშნავი აქტივობაა თუ კი გიყვარს მოძრაობა და რიტმის მიყოლა. ქართული ცეკვების ინდივიდუალური კლასებიტრადიციული ცეკვების ძალასა და ენერგიას გაგრძნობინებთ. ამავდროულად ტანგოს მასტერკლასიკი ელეგანტურ და “ცეცხლოვან” მოძრაობებს გასწავლით. ხოლო ვისაც უფრო დინამიური რიტმები მოწონს, მათთვის იდეალური არის ზუმბას მასტერკლასი, რომელიც ენერგიით აღგავსებს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გიტოვებს.

ხელოვნება და ცხოვრების წესი

ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობები დაგეხმარებათ თქვენი კრეატიული პოტენციალის გამოვლინებასა და თვითგამოხატვაში.ღვინით ხატვისმასტერკლასზე, თქვენ შეძლებთ, რომ შექმნათ საკუთარი ხელოვნების ნიმუში ღვინის საშუალებით, როგორც მთავარი მატერიალის.ბგერითი თერაპიადაგამშვიდებთ ჰარმონიული ხმების საშუალებით, ხოლო ნუმეროლოგიური და მეტაფორული ბარათები დაგეხმარებათ, რომ უკეთ შეიცნოთ საუკთარი თავი და უნარები. ღვინის კაზინო დაგიმატებთ აზარტსა და გართობას, ვიზაჟისტის მასტერკლასი კი იდეალური მაკიაჟის კეთებას გასწავლით.

ვინც ამჯობინებს, რომ უფრო აქტიურად გაატაროს დასვენების პერიოდი, მათთვის არსებობს მშვილდოსნობის ვორქშოპი, ხოლო განსხვავებული გამოცდილების მაძიელებლებისთვის გთავაზობთ ტატუს ვორქშოპს. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შექმნა უნიკალური სურნელის, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენ ინდივიდუალურობას და დატოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას პარფიუმერიის მასტერკლასის საშუალებით.

ასეთი ღონისძიებები პრაქტიკული კორპორატიული საჩუქრებია როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მენეჯერებისთვისა და კომპანიის პარტნიორებისთვის.

კულინარიული მასტერკლასები

კულინარიული ვორქშოპები შესანიშნავი შესაძლებლობაა ერთად დროის გასატარებლად და ისეთი უნარების შესაძენად, რომლებიც დაგეხმარებათ შექმნათ კულინარიული შედევრები. ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიგაგაცნობთ ქართული სამზარეულოს საიდუმლოებებს, ხოლო "მიქსოლოგიის მაგია - იდეალური კოქტეილის შექმნის საიდუმლოებები” გასწავლით მეთოდებს როგორ მოამზადოთ სასმელი.

ეს მასტერკლასები არის შესანიშნავი კორპორატიული საჩუქრები, რომლებიც გაახარებენ თქვენ კოლეგებსა და მენეჯერს.

კრეატიული ვორქშოპები

კრეატიული მასტერკლასები არის შესანიშნავი შესაძლებლობა უნარების განსავითარებლად და თქვენი კრეატიული პოტენციალის გასამჟღავნებლად, რადგან შეგიძლიათ თქვენი ხელებით შექმნათ რამე განუმეორებელი და შესანიშნავი.

საავტორო ტყავის აქსესუარების ვორქშოპისაშუალებით შეძლებთ შექმნათ ლამაზი დეკორაციები.ვიტრაჟებისა და მოზაიკის მოხატვადა თეფშების დეკუპაჟი გასწავლით საინტერესო ტექნიკებს თუ როგორ შექმნათ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში და საკუთარი თავიც კი გააოცოთ. სანთლის დამზადების მასტერკლასი კრეატიულობასთან ერთად, თან წაიყოლებთ დეკორაციებს სახლისთვის, ხოლო ფლოლარიუმის მასტერკლასიგასწავლით როგორ შექმნათ თვალისთვის მიმზიდველი კომპოზიციები, რომლებიც ინტერერიერს ელეგანტურობას შეძენს.

ყველა ეს მასტერკლასი არის დასამახსოვრებელი საახალწლო კორპორატიული საჩუქარი, რომლებიც აუცილებლად გააოგნებენ თქვენ კოლეგებსა და პარტნიორებს. თუ კორპორატიულ საჩუქარს ხელმძღვანელისთვის ირჩევთ, გაითვალისწინეთ ეს მასტერკლასები, რადგან ეს არის გარანტირებული გზა სასიამოვნო დროის გასატარებლად. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ბიზნეს კორპორატიულ საჩუქრებს ეძებთ, მაშინ აირჩიეთ მოდური აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, ბიზნეს გაჯეტები ან პერსონალიზირებული საჩუქრები, რადგან ისინი თქვენი კომპანიის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს და ამყარებს გრძელვადიან ურთიერთობებს.

რა არ უნდა აჩუქოთ კოლეგებს კორპორატიულ წვეულებაზე

როცა ირჩევთ კორპორატიულ საჩუქარს, მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ საჩუქარი იყოს ნეიტრალური ხასიათის და არ გამოიწვიოს უხერხულობა. მოერიდეთ ისეთი რამის ჩუქებას, როგორებიც არის:

  • პირადი კოსმეტიკა ან სუნამო;
  • ტანსაცმელი, განსაკუთრებით საცვლები;
  • რელიგიური დატვირთვის მქონე ნივთები;
  • უკიდურესად პირადული საჩუქრები;
  • არასასურველი ან უხერხული თემატიკის მქონე წიგნები და პირადი დღიურები;
  • სასაჩუქრე სერტიფიკატები სილამაზის სალონსა ან სპა პროცედურაზე, თუ გემოვნება ზუსტად არ იცით.
  • ალკოჰოლი, განსაკუთრებით მაშინ თუ კოლეგები ალკოჰოლს არ იღებენ;
  • სათამაშოები ან სხვა ზედმეტად ბავშვური საჩუქრები;
  • საჩუქრები დაკავშირებული პოლიტიკასთან ან კონტროვერსიულ თემებთან;
  • საჩუქრები, რომლებიც შეიძლება ქრთამად აღიქმებოდეს, მაგალითად, ძალიან ძვირი აქსესუარები.

დაიმახსოვრეთ, რომ კორპორატიული საჩუქარი უნდა გამოხატავდეს პატივისცემასა და მადლიერებას. საუკეთესო საჩუქარი უნდა იყოს უნივერსალური და შესაფერისი ნებისმიერი გუნდის წევრისთვის, განურჩევლად სქესისა.

რატომ უნდა აირჩიოთ კორპორატიული საჩუქარი Yolo-ზე

YOLO-ზე კორპორატიული საჩუქრის არჩევა არის შესანიშნავი საშუალება კოლეგებისა და პარტნიორების გასაოცებლად ორიგინალური და ხარისხიანი შეთავაზებებით. თბილისის საჩუქრების ონლაინ მაღაზია გთავაზობთ ფართო არჩევანს დაწყებული ელეგანტური აქსესუარებიდან დამთავრებული უნიკალურ სუვენირებამდე, რომლებიც ყველას დაუტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

კორპორატიული საჩუქრების ონლაინ გამოწერა ძალიან ხელსაყრელია, მით უმეტეს მაშინ თუ დრო შეზღუდული გაქვთ, მაგალითად, სასაჩუქრე სერტიფიკატი ადრესატს დრესატს არჩევანის თავისუფლებას აძლევს და საჩუქარს მაქსიმალურად პერსონალიზებულს ხდის.

თუმცა თუ თქვენ ეძებთ შედარებით ტრადიციულ საჩუქარს, შეგიძლიათ შეარჩიოთ საოფისე დეკორაციები, ექსკლუზიური საკანცელარიო ნივთები, ჩაის ან ყავის ნაკრები, გრავირებით გაფორმებული პერსონალიზებული საჩუქრები ან საახალწლო დეკორეაციები სახლისთვის. ორიგინალური ვორქშოპები, ექსკურსიები და სხვა უნიკალური შთაბეჭდილებები კი წლების განმავლობაში დასამახსოვრებელ ემოციებს შექმნის და აუცილებლად დაფასდება თქვენი კოლეგებისა და პარტნიორების მიერ.