სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
აღწერა
ამ მასტერკლასზე შეისწავლით, როგორ მზადდება ფერადი ტყავისგან ბარათების ჩასადები ან სათვალის ბუდე. გაეცნობით ტყავის სხვადასხვა სახეობას და გაიგებთ, რისთვის გამოიყენება თითოეული მათგანი. გამოცდილი ოსტატი დაგეხმარებათ მასალების შერჩევასა და სამუშაო პროცესის დეტალურ ათვისებაში. თქვენ თავად დაჭრით ტყავს, დაამუშავებთ მას და ხელით, გასანთლული ძაფით, გაუკეთებთ ნაკერებს. მასტერკლასის ბოლოს დაგრჩებათ საკუთარი ხელით შექმნილი უნიკალური ტყავის აქსესუარი.