აღწერა
სამხატვრო სახელოსნოში 2-3 საათის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა ჩაერთოთ შემოქმედებით პროცესში პროფესიონალი მხატვრების ნამუშევრების მაგალითზე. შექმნით ესკიზს ეროვნული ორნამენტების, ქართული ანბანის ან თბილისური აივნების მოტივებზე, რომელსაც შემდეგ აბრეშუმის ქსოვილზე შეძლებთ რომ გადაიტანოთ. გაეცნობით ფერების დატანის ტექნიკას და სხვა საინტერესო დეტალებს. არა მხოლოდ ისიამოვნებთ შემოქმედებით პროცესით, არამედ ფინჯან ყავასთან ერთად მოისმენთ უამრავ საინტერესო ამბავს ქართველი მხატვრების ცხოვრებიდან. ბოლოს კი, თქვენი ხელით მოხატული თავსაფარი ან დეკორატიული ბალიშის გადასაფარებელი სამახსოვროდ დარჩებათ.