სერტიფიკატის სასაჩუქრე შეფუთვაში შეძენისას, მომხმარებელი ცალკე იხდის როგორც შეფუთვის, ასევე საკურიერო მომსახურების საფასურს.
სასაჩუქრე სერტიფიკატი ციფრულ (ელექტრონულ) ფორმატში იგზავნება შეძენისთანავე ან მომხმარებლის მიერ მითითებულ დროს მიმღების ელფოსტაზე. სასაჩუქრე შეფუთვაში სერტიფიკატი იგზავნება მომხმარებელთან ან მიმღებთან საკურიერო სერვისის საშუალებით ან თვითგატანით.
ექსპრესი მოქმედებს მხოლოდ თბილისში — თუ შეკვეთა განთავსებულია 13:00 საათამდე, მიწოდება ხორციელდება იმავე დღეს. მომსახურების ღირებულება შეადგენს 9 ლარს.
სტანდარტული მომსახურება თბილისში: შეკვეთის შემთხვევაში 13:00 საათამდე — მიწოდება ხორციელდება 1 სამუშაო დღეში; 13:00 საათის შემდეგ — 2 სამუშაო დღეში.
რეგიონებში მიწოდება ხორციელდება 2-3 სამუშაო დღეში. შეფუთვაში სასაჩუქრე სერტიფიკატის მიწოდების ღირებულება და ვადები შემდეგია:
– თბილისი — 7 ლარი (1-2 სამუშაო დღე);
– რეგიონები — 9 ლარი (2-3 სამუშაო დღე)