მენიუ
ვინ თქვა, რომ მხოლოდ საღებავებით შეიძლება ხატვა? ამ მასტერკლასზე თქვენ გაეცნობით ბუნების მიერ შექმნილ ნატურალური პიგმენტებით ხატვის საოცარ ტექნიკას.
ყავა და ღვინო შეიცავს ბუნებრივ პიგმენტებს, რომლებიც ქაღალზე აკვარელის მსგავსად ჯდება, ამიტომ ყავით ან ღვინით ხატვა ძალიან ჰგავს აკვარელით ხატვას.
ოსტატი ეტაპობრივად აგიხსნით ნახატის შექმნის სპეციფიკას და ასევე გაგიმასპინძლდებათ „მთავარი ინსტრუმენტებით“ - ღვინით და ყავით.
ნახატს შეიძლება დაემატოს აკვარელით ან შავი მელნით შესრულებული დეტალები, ქართული ასოები და ორნამენტები. ნახატების დასრულების შემდეგ, სანამ ნამუშევრები შრება, სტუმრები ტკბებიან ღვინით და ყავით.
მასტერკლასი მოიცავს:
- ყველა საჭირო მასალას
- ჭიქა ღვინოს და ყავას.
ხანგრძლივობა 1 საათი.