სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
სერტიფიკატი მოიცავს 4 ტანგოს გაკვეთილს ჯგუფში ტანგო აკადემიის დამფუძნებელთან ერთად. ამ დროის განმავლობაში, თქვენ დაეუფლებით ცელვის საფუძვლებს, ისწავლით როგორ იურთიერთოთ საცეკვაო პარტნიორთან და ასევე მიიღებთ მონაწილეობას ტანგოს საღამოში, სადაც უკეთ შეძლებთ ცეკვის კულტურის გათავისებას და ახალი ნაცნობების წრის შექმნას. ტანგო ათავისუფლებს, ცხოვრებას უფრო ნათელს და საინტერესოს ხდის. დაიწყე ცეკვა!