მენიუ
ქართულ ხალხურ ცეკვას დიდი ისტორია აქვს და დღეს უკვე მრავალ ქვეყანაში არის ცნობილი. საქართველოს ყველა რეგიონს აქვს თავისი ცეკვა თავისი მახასიათებლებით, განსხვავებული ნაბიჯითა და მუსიკით, რომელიც შესრულებულია სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ხოლო ოთხ ცეკვას მიენიჭა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მათ შორისაა ფერხული, ხორუმი, აჭარული განდაგანა და ცეკვა ქართული. ქართული ცეკვა თავისი ლამაზი ნაბიჯებით, რთული ხტუნვითი მოძრაობებით, ცეცხლოვანი მუსიკით და გმირული გაბედულებით არ არის ადვილი შესასწავლი, მაგრამ მელიტას პროფესიონალიზმითა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდებით დაეუფლებით ყოველ ნაბიჯს. წყვილს შეეძლება შეისწავლოს ნებისმიერი ქართული ცეკვან ათზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამით. ასევე სტუდიაში შეგიძლიათ ქართული სამოსის ქირავნოვა შთამბეჭდავი საცელვაო ვიდეოს გადასაღებად. ერთი გაკვეთილის განგძლივობა - 1 საათი.