აღწერა
გაეცანით ვიბრაციების და ბგერების ჯადოსნურ სამყაროს, რომელიც დაძაბულობას მოგხსნით და თქვენს სხეულსა და გონებას ღრმა რელაქსაციით აღავსებს. ბგერითი თერაპია \ საუნდჰილინგი უნიკალური პრაქტიკაა, სადაც მედიტაციური ბგერებისა და სიხშირეების კომბინაცია ეხმარება შინაგანი ბალანსის აღდგენას, სტრესის მოხსნას და ენერგიის შევსებას.
სესია ტარდება მშვიდ გარემოში, სადაც რბილი განათება და ჰარმონიული ატმოსფერო ქმნის განსაკუთრებულ აურას. მას უძღვება გამოცდილი პრაქტიკოსი, რომელიც იყენებს ტიბეტურ თასებს, გონგებს, ცქრიალა ზარებს და სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც ქმნიან უნიკალურ ვიბრაციებს ღრმა რელაქსაციისთვის.
რისთვის არის ეს შთაბეჭდილება?
- სხეულის და გონების ჰარმონიზაცია ბგერებით
- სტრესისა და დაძაბულობის მოხსნა ღრმა დონეზე
- ღრმა შემეცმებითი პროცესი
- ენერგეტიკული ბალანსის აღდგენა
ეს გამოცდილება იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მოიპოვოს სიმშვიდე, მოახდინოს რესტარტი, და გამოიყენოს მგერების სამკურნალო თვისებები, რომელიც ახალ შეგრძნებებს და განზომილებებს გაგიხსნით. სესიის შემდეგ იგრძნობთ სიმსუბუქეს, სიმშვიდეს და შინაგან ჰარმონიას, რომელიც დიდხანს გაგყვებათ.
საუნდჰილინგი არის საჩუქარი, რომელიც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ!