სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
ვიტრაჟული მოხატვის მასტერკლასი არის შემოქმედების და სახალისო განწყობის მხიარული მუხტი. სასიამოვნო ატმოსფეროში, ფინჯან ჩაის ან სხვა სასმელის დაგემოვნებასთან ერთად, ოსტატი გაგიმხელთ ვიტრაჟის ხელოვნების საიდუმლოებებს, შემდეგ კი მისი ხელმძღვანელობით შექმნით ხელოვნების ობიექტს ფერადი მინის ან ვიტრაჟული მოზაიკის ელემენტებით. ეს მასტერკლასი ემოციური განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა!
ხელოვნების ობიექტის შექმნა ვიტრაჟის მხატვრობის ელემენტებით ან ფერადი მინის მოზაიკის ელემენტებით. ხანგრძლივობა - 2 საათი.