სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
ინდივიდუალური მასტერკლასი მემკვიდრეობით ხელოვანთან მის ავთენტურ, კრეატიულ სახელოსნოში ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილებაა! თქვენ საღებავებთან მუშაობის სხვადასხვა მხატვრული ტექნიკის საიდუმლოებები გაგეხსნებათ, რის შემდეგ დაწერთ საკუთარ აკვარელის ისტორიას. ეს ჯადოსნური და იდუმალი მომენტი დაგეხმარებათ შეიცნოთ საკუთარი თავი და უკეთ გამოავლინოთ იგი ხელოვნებისა და ფერის საშუალებით! მასტერკლასის დასასრულს მონაწილე თან წაიღებს მის მიერ დაწერილ სრულფასოვან მხატვრულ ნაწარმოებს.