17-18 თებერვალს მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი გაუძღვება ტრენინგს – „მარანი, ქვევრი და ბიო (ორგანული) მეღვინეობა“
• ტრენინგზე განვიხილავთ შემდეგ თემებს:
I დღე, ქვევრის ისტორიის საკითხებს, თიხის ძირითად ტიპებს, ქვევრის დამზადების უმთავრეს კერებს საქართველოში, სტილებს და ა.შ. ასევე ქვევრის დარგვის პრინციპებს სხვადასხვა რეგიონის და მარნის სტილის მიხედვით. ქვევრის მოვლას, მარნის მშენებლობას და სხვ. მნიშვნელოვან თემას.
II დღე, მეღვინეობის შესავალი, ადგილობრივი და მსოფლიო მეღვინეობის მიმოხილვა. მსმენელები შეისწავლიან ბიომეღვინეობის ძირითად პრინციპებს. საუბარი შეეხება: რთველსა და ყურძნის სიმწიფეს; ყურძნის გადამუშავებას; ალკოჰოლურ დუღილს; მალოლაქტიკურ დუღილს; მარნის ჰიგიენას; ღვინის გადაღებას; ღვინის დაავადებებს და ნაკლოვანებებს; ასევე ვისაუბრებთ ღვინის სტაბილიზაციაზე და ბოთლში ჩამოსხმაზე.