CX Business Summit Georgia 2026 თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
CX Business Summit Georgia 2026

CX Business Summit Georgia 2026

CX Business Summit Georgia 2026
29 Rustaveli Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან150
advertising
ინგლისური, ქართული

განრიგი

03.04.2026
პარასკევი
15:00
150 ₾ - 885
150 ₾ - 885
ვრცლად

აღწერა

CX Business Summit Georgia 2026 - საქართველოს მთავარი ღონისძიება Customer Experience (CX)-ში გაიმართება 3 აპრილს, The Biltmore Tbilisi Hotel-ში.
 

სამიტი ორგანიზებულია მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიული მართვის სააგენტო - CX Hub-ის მიერ და აერთიანებს ბიზნეს ლიდერებს, CX პროფესიონალებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ერთად განიხილონ როგორ გადაიქცეს მომხმარებლის გამოცდილება ბიზნესის სტრატეგიულ უპირატესობად.
 

CX Business Summit პირველად 2023 წელს ჩატარდა, რომელსაც 250 მონაწილე დაესწრო 70 კომპანიიდან და keynote სპიკერის რანგში წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ტოპ 10-ში შემავალი CX გურუ - Shaun Belding. მომდევნო წელს სამიტი უკვე 350 დელეგატს მასპინძლობდა 10-ზე მეტი ინდუსტრიის 80 კომპანიიდან და მასში 5 საერთაშორისო სპიკერი მონაწილეობდა, მათ შორის დარგის გლობალური ექსპერტი - Ian Golding, რაც ღონისძიებას რეგიონულ CX პლატფორმად აქცევს. 
 

2026 წელს CX Business Summit-ზე განსაკუთრებულ Keynote სპიკერს - მსოფლიოში აღიარებული CX ექსპერტს - Nienke Bloem (CCXP, CSP)-ს შეხვდებით. 
 

Nienke გლობალური CX პროფესიონალი და CX Game®-ის თანაავტორია. CX Game არის ინტერაქტიული ბიზნეს თამაში, რომელიც ორგანიზაციებს პრაქტიკული გზით ასწავლის როგორ შექმნან და მართონ ძლიერი CX სტრატეგია. მისი გამოსვლის მთავარი თემა: “Great Customer Experiences Do Not Happen by Accident”-ია, რომელიც CX სტრატეგიის, მმართველობისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის პრაქტიკულ ჩარჩოს მოიცავს CX Game®-ის ელემენტებით. 
 

სამიტის მთავარი კონცეფცია ეფუძნება CX-ის მომავლის 3I მოდელს:

💡 I-nnovation – CX ტექნოლოგიები და AI გადაწყვეტილებები (Beamra, XEBO.ai და სხვა CX 

პლატფორმები)

🌍 I-ntegration – CX და ESG: გამოცდილების ინკლუზიურობის დიაგნოსტიკა და 

ხელმისაწვდომობა 

🤝 I-nteraction – საერთაშორისო CX ეკოსისტემასთან კავშირი (MIT, CXPA, International CX 

Awards)
 

🏆 ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მეორედ, გაიმართება CX Award Georgia - რომელიც CX Hub-ის ექსპერტებისა და საერთაშორისო ჟიურის წევრების ჩართულობით გამოავლენს მომხმარებლისა და თანამშრომლის გამოცდილებით გამორჩეულ ბიზნესებს. 

 

⚙️ ვისთვის არის CX Business Summit Georgia

CX Business Summit Georgia განკუთვნილია მათთვის, ვინც მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

• CEO-ებისა და ბიზნეს ლიდერებისთვის

• Customer Experience (CX), HR, მარკეტინგისა და ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერებისთვის

• პროდუქტისა და სერვისების ინოვაციაზე მომუშავე გუნდებისთვის

• ხარისხის მართვის, მომხმარებლების მხარდამჭერი და ქსელის მმართველი რგოლებისთვის

• ESG მიმართულების პროფესიონალებისთვის

• ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის

• ყველასთვის, ვისაც აინტერესებს მომხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაციების შექმნა

 

🚀 რატომ უნდა დაესწროთ

მომხმარებლის მოლოდინები დღეს უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე.

ტექნოლოგია, მდგრადობა და ნდობა ბიზნესებს შორის კონკურენციის წესებს თავიდან განსაზღვრავს. CX Business Summit Georgia 2026 გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას,

ისწავლოთ მსოფლიო დონის ექსპერტებისგან, გაეცნოთ უახლეს CX ტექნოლოგიებს და დაამყაროთ კავშირები იმ ლიდერებთან, რომლებიც საქართველოში და რეგიონში მომხმარებლის გამოცდილების მომავალს ქმნიან.

 

🎯 დამატებით

Networking Lunch keynote სპიკერთან (ადგილები შეზღუდულია)

ექსკლუზიური შესაძლებლობა CX-ის მმართველი რგოლებისთვის. სამიტის დაწყებამდე ლანჩის ფორმატში Nienke Bloam-თან 2026 წლის აქტუალური თემის „Turning insights into action: shaping the future of CX transformation” განხილვა

 

📌 ბილეთები

🎤 CX Business Summit Georgia

• Super Early Bird: 150 GEL | *აქტიურია 16 მარტის ჩათვლით

• Early Bird: 180 GEL 

• Last Call: 250 GEL 
 

🤝 Newtorking Lunch with Neinke Bloam at Tbilisi Biltmore Hotel

• Super Early Bird: 750 GEL | *აქტიურია 16 მარტის ჩათვლით

• Early Bird: 950 GEL 

• Last Call: 1250 GEL 


CX Business Summit Georgia 2026 + Netowrking Lunch with Nienke Bloam (5% off):

• Super Early Bird: 855 GEL (ნაცვლად 900-ისა) | *აქტიურია 16 მარტის ჩათვლით

• Early Bird: 1073.5 GEL (ნაცვლად 1130-ისა)

• Last Call: 1425 GEL (ნაცვლად 1500-ისა)

 

ℹ️სამიტისა და ლანჩის ერთობლივად შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება. ბილეთების კორპორატიულად შეძენის ან/და ინვოისის საჭიროების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@cxhub.ge

ფოტო და ვიდეო

CX Business Summit Georgia 2026

ადგილი

The Biltmore Tbilisi Hotel
Biltmore Tbilisi Hotel არის პირველი მინის ცათამბჯენი საქართველოში და ყველაზე მაღალი სასტუმრო კავკასიაში. სასტუმრო იდეალურად მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ უბანში განსაცვიფრებელი ხედებით. გრანდიოზული ლობი, გაპრიალებული მარმარილოს იატაკით, ბროლის ჭაღებით და უხეში სვეტებით, ასახავს წარსული ეპოქის ნოსტალგიას, ეხმიანება სოციალური ელიტის ხიბლსა და პრესტიჟს და სტუმრებს გადაჰყავს ფუფუნების ატმოსფეროში, რომელიც აქამდე არ უნახავს ან არ განიცდიდა სხვებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება