მენიუ
კაფე CHIKA-ს მთავარი ბარისტა და Mamuli Roasters-ის მთავარი მხალავი აგიხსნით და ადგილზე გაჩვენებთ, თუ რა გზას გადის ყავის მარცვალი ტოტიდან ფინჯამდე. მოხალვის ცეხის მყუდრო გარემოში, თქვენ დაიწყებთ მწვანე მარცვლეულით, მისი შეფასებით და დეფექტებით. შემდეგ კი გააგრძელოთ საუბარს თანამედროვე მოხალვის აპარატებზე და specialty ყავის ინდუსტრიაზე. თქვენ იხილავთ მოხალვის რუტინას: ქაპინგი (ყავის მარცვალი მთელი მსოფლიოდან ყველა კუთხიდან, სტანდარტისა და წესის მიხედვით) და მარცვლეულის მოხალვის სრული პროცესი. საჩუქრად მიიღებთ ახლად მოხალული მარცვლეულის პატარა შეკვრას. მეორე ლოკაციაზე კომფორტული გაადგილების შემდეგ, CHIKA-ს ერთ-ერთ ლოკაციაზე, გაგაცნობენ ყველა იმ პარამეტრს, რომელიც გავლენას ახდენს specialty ყავის გემოსა და მომზადებაზე. ყავის აპარატის მოხმარების და მაჩვენებლების გაცნობის შემდეგ, თქვენ გაიგებთ, როგორ და რატომ არეგულირებს ბარისტა როსტერს და აპარატს ყოველ დილით. ადგილზე მოგიმზადებენ ერთ კლასიკურ სასმელს, რომელიც შეგიძლიათ თან წაიღოთ. CHIKA იმედოვნებს რომ თქვენც ისევე გიყვართ ყავა, როგორც “ჭიქა”-ს გუნდს; და თუ არა, ამ შთაბეჭდილების მერე აუცილებლად შეგიყვარდებათ, რადგან ყავის მიღმა უამრავი ადამიანი, ძალისხმევა და ისტორია დგას. ამ შთაბეჭდილების მიზანია მთლიანად გადახედოთ/გადაიაზროთ თქვენი ხედვა ყავაზე, როგორც სასმელზე და იმ ადამიანებზე, ვინც მის მიღმა დგას.