თუ სტანდარტული სასმელები უკვე მოგბეზრდათ, CHIKA-ს შეფ-ბარისტა გაგიზიარებთ რეცეპტებს კოფიშოპის საავტორო და სეზონური სასმელების მენიუდან. მათი ქსელის მენიუ სპეციალიზებულია ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებაში. ყველა სიროფი, პიურე, კორდიალი, და სხვა ინგრედიენტები მზადდება ხელით, ახალთახალი პროდუქტებისგან. შეფ-ბარისტას უყვარს ყველაზე არასტანდარტულ კომბინაციების შემუშავება, ყოველ სეზონზე უახლესი პროდუქტების და შეხამებების გამოყენებით. თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ სასმელების შექმნის პროცესს გაეცნოთ, არამედ მარტივად შეძლებთ მათი სახლში გამეორებას, რადგან ამ შთაბეჭდილების სტუმრებისთვის შეფ-ბარისტა დათანხმდა თავისი საავტორო რეცეპტების გაზიარებაზე. და არა მხოლოდ რეცეპტების, არამედ ინფორმაციის, თუ სად იშოვოთ ამ სასმელების მომზადებისთვის საჭირო ინვენტარი და ინგრედიენტები,და კაფეს ლაიფჰაკები.შთაბეჭდილება მოიცავს სამი სახის სასმლის მომზადებას: ჩაის, ყავის სასმელს და ლიმონათს. შეფი დარწმუნებულია, რომ ამ მასტერკლასიდან შეძენილი ცოდნა გახდება თქვენი სავიზიტო ბარათი სახლში სტუმრების მიღებისას.