სერვისის დაჯავშნა ხდება მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე (კონკრეტული დღების რაოდენობა დამოკიდებულია პროვაიდერის პირობებზე).
ლოკაციის დეტალები და საკონტაქტო ინფორმაცია იგზავნება მას შემდეგ, რაც პროვაიდერთან შეთანხმდება თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი.
აღწერა
ამ მასტერკლასზე თავად შექმნით ტყავის სამაჯურს ვერცხლის დეტალით და დაამატებთ ფერად მინანქარს. ეს არის შესაძლებლობა გამოხატოთ თქვენი სტილი და შექმნათ უნიკალური აქსესუარი საკუთარი ხელით.
შეისწავლით სამუშაო მასალებსა და ტექნიკას, ოსტატი გაგაცნობთ ვერცხლთან, მინანქარსა და ტყავთან მუშაობის საფუძვლებს. ინსტრუქტორის დახმარებით შეიმუშავებთ ინდივიდუალურ დიზაინს და ეტაპობრივად დაამზადებთ სამაჯურს.
მასტერკლასის ბოლოს თქვენ მიიღებთ საკუთარ, ავთენტურ და უნიკალურ ნამუშევარს.