აღწერა
გამოსცადეთ უძველესი ქართული ხელოვნების მაგია და შექმენით საკუთარი ხელით უნიკალური ბეჭედი ტიხრული მინანქრის ოსტატის ხელმძღვანელობით! ნიკოლოზი, გამოცდილი იუველირი და ტიხრული მინანქრის გამორჩეულია მცოდნეა, გაგანდობთ ამ დახვეწილი ხელობის საიდუმლოებებს.
ავთენტურ სახელოსნოში, შემოქმედებით ატმოსფეროში, სამი საათის განმავლობაში გაეცნობით ვერცხლთან და მინანქართან მუშაობის ტექნიკას, შექმნით საკუთარ ბეჭედს და გაითავისებთ ცხოვრების, სიყვარულისა და პოეზიის ფილოსოფიას, რომელიც ნიკოლოზის ყველა ნამუშევარში იგრძნობა.
ეს საჩუქარი მხოლოდ მასტერკლასი კი არა, არამედ ნამდვილი მოგზაურობაა ხელოვნების სამყაროში, სადაც თითოეული ხაზი და ფერი თავის ისტორიას ჰყვება. უნიკალური გამოცდილება, რომელიც არამარტო ლამაზ მოგონებებს დაგიტოვებთ, არამედ სამკაულსაც, რომელიც თქვენს ხელით იქნება შექმნილი!