Menu
პლასტელინოგრაფია არის საგანმანათლებლო ცენტი Study point-ის ინოვაციური და შემოქმედებითი სასწავლო მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში:
* პლასტელინთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას
* ფერის, პროპორციის, რიტმის გრძნობის განვითარებას
* სივრცითი, მხატვრული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას
* თითის მოტორული უნარების განვითარებას
პროგრამის ფარგლებში გთავაზობთ შემოქმედებით მასტერკლასებს, სადაც ბავშვები ფერადი პლასტელინების გამოყენებით, სასურათე სიბრტყეზე, საახალწლო და სახალისო თემატიკის რელიეფურ ნახატებს შექმნიან.
შეხვედრებზე მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო მასალით. მასტერკლასები ტარდება ყოველ შაბათ დღეს, 23 დეკემბრამდე.