,,მოხერხებული ბაყაყი ჩიკო'' ორგანიზატორი: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლი: ,,მოხერხებული ბაყაყი ჩიკო'' ეზოპეს იგავ-არაკის მიხედვით რეჟისორები: ნინო დავითაშვილი, ვლადიმერ ბიბილეიშვილი ინსცენირების ავტორი - ნინო დავითაშვილი მხატვარი - გიორგი გოგიტიძე კომპოზიტორი - მინდია ხითარიშვილი რეჟისორის თანაშემწე - ნინო მუხაშარია მონაწილეობენ: მინდია ჩოხარაძე ირმა მგელაძე ვანო მაღლაკელიძე კობა ფაცურია სოფიო ცინცაძე მერი დიასამიძე მარიკა ბულეიშვილი სარეკომენდაციო ასაკი: 4+ ხანგრძლივობა: ანოტაცია: ,,ამბავი, რომელსაც მეზღაპრე სცენიდან გვიყვება, მოხერხებულ ბაყაყ ჩიკოზე გახლავთ. გასაჭირში აღმოჩენილ ჩიკოს, ყურცქვიტა ბაფი ეხმარება და სიკვდილისაგან იხსნის. მეფე ლომის ელვინის ბრძანებით, ტყეში კრება იმართება. მელა - ლეისი, დათვი - უილბერი, ღორი - დუდი და ვირი - როქსი ერთხმად გადაწყვეტენ, რომ ლომს საუზმედ უსუსური ყურცქვიტა მიართვან. სწორედ აქედან იწყება დიდი და საინტერესო თავგადასავალი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ბაფის მხსნელად ბაყაყი ჩიკო ევლინება. ჩიკო დასახავს ყურცქვიტას ტყიდან გაქცევის გეგმას. ცხოველები კი ხელს უშლიან მიზნის მიღწევაში. საბოლოოდ, ბაყაყი ჩიკო გონიერებით ამარცხებს ელვინს. ლომი საკუთარ ანარეკლთან ბრძოლაში იღუპება. ადრე მტრულად განწყობილი ცხოველები ახლა მეგობრებად გვევლინებიან და ბედნიერები მეფედ ბაყაყს ირჩევენ. სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: სიმამაცე, თავდადება, გონიერება, განათლება, მეგობრობა და მოხერხება. მსახიობების მაღალი ოსტატობით, ორიგინალური რეჟისორული კონცეფციით და კომპოზიტორის მიერ სპექტაკლისთვის შექმნლი ორიგინალური მუსიკით სცენაზე იქმნება ზღაპრული ატმოსფერო, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გვთავაზობს.’’
From January 14, 2016, the creative process of the Batumi Puppet and Youth Theater continues in the reconstructed building. The historical building with its one floor and summer space has been granted the status of a cultural heritage monument.