ქალთა წრე - "თვითპატივისცემა: შენი ფასი, შენი საზღვრები" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ქალთა წრე -

ქალთა წრე - "თვითპატივისცემა: შენი ფასი, შენი საზღვრები"

ქალთა წრე - "თვითპატივისცემა: შენი ფასი, შენი საზღვრები"
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან88
ქართული

განრიგი

04.07.2026
შაბათი
19:00
88

აღწერა

გელოდები ქალთა ცოცხალ შეხვედრაზე- წრეში, რომელიც სავსეა სითბოთი, მხარდაჭერით და აბსოლუტური ნდობით.

ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლია უბრალოდ ამოისუნთქო, მისცე საკუთარ თავს უფლება იყო გულწრფელი, გახსნილი და იგრძნო სხვა ქალებთან ის ღრმა, ნამდვილი კავშირი, რომელიც ასე გვაკლია ყოველდღიურობაში.

ახლა საუკეთესო დროა, რომ ერთად, მშვიდ გარემოში გადადგა ნაბიჯი, გაბედო, იპოვო ახალი პერსპექტივები, დაინახო სად ხარ ცხოვრების ამ ეტაპზე და გააცნობიერო შენი შინაგანი ძალა.

შენ აქ მარტო არ ხარ! ❤

რა გელოდება შეხვედრაზე?

გსმენიათ ოდესმე საკუთარი თავისგან ფრაზა: „აღარ შემიძლია, დავიღალე“? გადაწვა, შინაგანი სიცარიელე და ენერგიის ქრონიკული დეფიციტი ხშირად ერთი და იმავე მიზეზითაა გამოწვეული- ჩვენი პირადი საზღვრები დარღვეულია. როდესაც მუდმივად ვამბობთ „კი“-ს სხვების მოლოდინებზე, ქვეცნობიერად ვამბობთ „არა“-ს საკუთარ თავზე, ოცნებებსა და ჯანმრთელობაზე. საზღვრები არ არის კედელი, რომელიც სამყაროსგან გვყოფს; საზღვარი არის კარი, რომელიც წყვეტს, ვინ და რა შემოუშვას ჩვენს ცხოვრებაში და ვინ დატოვოს მიღმა.

ეს შეხვედრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო სივრცე, სადაც ჩვენ ვიხსნით სოციალურ ნიღბებს, ვისვენებთ გარე სამყაროს ხმაურისგან და ვუბრუნდებით საკუთარ თავს. ეს არ არის თეორიული ლექცია. ეს არის პრაქტიკული, ემოციური და არქეტიპული მოგზაურობა, სადაც ჩვენ ერთად ვიმუშავებთ:

-შინაგან ფასსა და თვითღირებულებაზე: ისწავლი საკუთარი ფასის დანახვას სხვების აღიარების, კრიტიკის თუ იგნორისგან დამოუკიდებლად. ჩვენ დავამსხვრევთ იმ „ხაფანგს“, როცა საკუთარ შეფასებას სოციუმს, მეგობრებს ან პარტნიორს ვუტოვებთ.

-ტვირთისგან გათავისუფლებაზე: ჩავატარებთ გაშვების ფიზიკურ სიმბოლურ აქტივობას. ფსიქოლოგიურად და მატერიალურად დავემშვიდობებით წლების განმავლობაში დაგროვილ წყენასა თუ მოლოდინებს, და დავიბრუნებთ ძალას და სიმშვიდეს, რომელსაც საკუთარი ცხოვრების გზის გაუმჯობესებისკენ მივმართავთ

-არტ-თერაპიულ ინტეგრაციაზე: შეხვედრის ბოლოს, როდესაც ძველი სიმძიმისგან გათავისუფლდები, შენს ახალ ემოციურ მდგომარეობას ფერებით გადაიტან ფურცელზე. ეს ნახატი იქნება შენი ახალი ეტაპის მატერიალური სიმბოლო, რომელსაც სახლში წაიღებ.

შეხვედრას დავასრულებთ ჩაის რიტუალით და ტკბილი ტრაპეზი

 

ვისთვის არის ეს შეკრება?

ეს სივრცე შექმნილია შენთვის, თუ:

-მუდმივად გადამწვარი ხარ და გრძნობ, რომ შენი შინაგანი ძალა დასუსტებულია

-დაიღალე „კარგი გოგოს“ როლით, რომელიც ყოველთვის სხვების სიამოვნებასა და მოლოდინებზეა ორიენტირებული.

-გიჭირს „არა“-ს თქმა დანაშაულის გრძნობის, შფოთვის ან სხვების დაკარგვის შიშის გარეშე.

-გამოიარე იმედგაცრუება ან იგნორი ოჯახის წევრებისგან თუ მეგობრებისგან.

-გსურს აღადგინო შენი თვითღირებულება, შეიგრძნო შინაგანი ფასი და ისწავლო საკუთარი თავის პატივისცემა.

-ეძებ დაცულ, გაცნობიერებულ გარემოს, სადაც არ არსებობს ჭორაობა, განკითხვა ან უნებართვო რჩევები.

 

 

რას წაიღებ ამ შეხედრიდან?

შეხვედრიდან შენ წახვალ სრულიად ახალი, შეცვლილი მენტალური და ემოციური მდგომარეობით, მათ შორის:

- შინაგან სიმშვიდეს: ჩამოიხსნი ყველასთვის „კარგი გოგოს“ როლს და სხვების სიამოვნების დიდ ტვირთს.

-ურყევ თვითღირებულებას: გააცნობიერებ, რომ შენი დრო, ყურადღება და ემოციები „შენი შინაგანი ოქროა“, რომელსაც იქ აღარასოდეს დატოვებ, სადაც არ გაფასებენ.

-დაბრუნებულ ძალებს: როცა შეწყვეტ ენერგიის გაფანტვას სხვებზე, ეს ძალა სრულად დაუბრუნდება შენსავე მიზნებსა და პროექტებს.

-საკუთარი თავის პატივისცემას: მკაფიოდ დაინახავ შენს საზღვრებს და გეცოდინება, სად მთავრდება სხვისი სურვილები და სად იწყება შენი ღირსება. 

-მხარდამჭერი ქალების გარემოცვას: აღმოჩნდები ისეთ თბილ სივრცეში, სადაც არ არსებობს განკითხვა ან უნებართვო რჩევები. აქ მხოლოდ ნდობა და მზრუნველობაა.

შენი ფასი არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენად „კარგი“ და ხელსაყრელი ხარ სხვებისთვის. შენი ფასი იწყება იქ, სადაც შენ ირჩევ საკუთარ თავს.

 

 

სივრცის მეგზური & მხარდამჭერი- თამარ გიორგაძე 

წლებია ვქმნი უსაფრთხო, დაცულ გარემოს ყველასთვის, ვინც ირჩევს ცხოვრებას მეტი გაცნობიერებულობითა და სიღრმით. 10 წლის წინ ჩემი უდიდესი ოცნება იყო, უცხოელებისთვის საქართველოში ორგანიზებული რითრითების კულტურის შექმნისთვის ჩამეყარა საფუძველი. დღეს კი, საავტორო თვითშემეცნების ცერემონიებითა და მრავალწლიანი საერთაშორისო განათლებით (როგორც ThetaHealing® პრაქტიკოსი, ერიქსონის ქოუჩი, NLP პრაქტიკოსი, იოგა თერაპევტი, ა.შ), შევქმენი ჰოლისტური პლატფორმა Circles & More, რომლის უმთავრესი მიზანიცაა ქალების მხარდაჭერა და მათი ხელახლა დაკავშირება საკუთარ ძალასთან, შინაგან ღირებულებასა და ავთენტურ ხმასთან.

 

📍 შეხვედრის ადგილი: RITUALS | Pilates Studio წინამძღვრიშვილის ქ. #113ა, თბილისი.
📅 თარიღი: 4 ივლისი
🕒 დრო: 16:00 სთ-19:00 სთ
დაჯავშნის პირობები:

მყუდრო გარემოს შესანარჩუნებლად ადგილები წრეში შეზღუდულია (მაქსიმუმ 8-10 ადამიანი).

• სტანდარტული ღირებულება: 88 ლარი

• სპეციალური ფასი მუდმივი სტუმრებისთვის: 65 ლარი (მათთვის, ვისაც უკვე გაქვთ Circles & More ქალთა ცერემონიებში მონაწილეობის გამოცდილება)

• მეგობრული ტარიფი: 75 ლარი თითოეულ მონაწილეზე (თუ შეხვედრაზე მეგობართან ერთად დარეგისტრირდებით)

 

 

რეგისტრაცია დასტურდება თანხის ჩარიცხვის შემდეგ.

💳 ანგარიშის ნომრები:

• TBC: GE31TB7087145063300004

• BOG: GE07BG0000000101044226

📞 საკონტაქტო: 577 47 95 95 (თამუნა)

მსურს, ეს სივრცე ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. თუ დასწრების სურვილი გაქვთ და ფინანსური მხარდაჭერა გჭირდებათ, მომწერეთ პირადში ❤

 

მომზადება შეხვედრისთვის

✨ ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი.

✨ გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჭიროების შესახებ

✨ შემოგვიერთდით 5 წუთით ადრე, რათა ერთად დავიწყოთ ეს მოგზაურობა

🤝გმადლობთ ჩვენი საერთო გამოცდილების პატივისცემისთვის!

📸 ვიმეგობროთ ინსტაგრამზე - https://www.instagram.com/circles.more/

ფოტო და ვიდეო

ქალთა წრე -

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება