რა სურთ ქალებს ? თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
რა სურთ ქალებს ?

რა სურთ ქალებს ?

რა სურთ ქალებს ?
მუხაწყარო, ქვემო ლისი
ბილეთის ფასი
დან 250
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

29.06.2025
კვირა
10:00
250

აღწერა

პილატეს თბილისი“ გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება ულამაზეს Lisi Event Villa-ში.

“ რა სურთ ქალებს ? “

 აქ არ იქნება მორალური სტანდარტები, რჩევები ან ზეწოლა.

ესაა დღე, რომელიც მთლიანად თქვენს სხეულსა და გონებას შეცვლის.

დაივიწყეთ ქალაქის ხმაური და განიტვირთეთ სიმწვანეში, ბუნების გარემოცვაში, აუზის პირას.

ღონისძიება მოიცავს პილატეს ღია ცის ქვეშ, ინსტრუქტორთან მაია ხიდეშელთან ერთად და თინა დომბროვსკაიას ლექციას.

მაია ხიდეშელი — „პილატეს თბილისის“ დამფუძნებელი და პირველი და ერთადერთი ქართველი Polestar Pilates-ის საერთაშორისო ედუკატორი.

თინა დომბროვსკაია- ანტიეიჯერი/ქალთა ბიოჰაკერი/კვებითი აშლილობის სპეციალისტი.

სივრცეში დაგხვდებათ ინტერაქციული ზონები ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

რას გთავაზობთ:

• პილატესის საავტორო მასტერკლასს ინსტრუქტორთან მაია ხიდეშელთან.

ეს იქნება პილატესი, რომელიც თქვენ ჯერ არ გივარჯიშიათ. საავტორო მასტერკლასი,რომელიც მოიცავს მენჯის ფსკერის კუნთების, ნეირო პლასტიკის და სხეულის გათვიცნობიების ვარჯიშს.

მას აქვს 16 წლიანი პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილება პილატესის სფეროში. წლების განმავლობაში მან არა მხოლოდ ასწავლა ასობით სტუდენტსა და სპეციალისტს, არამედ შექმნა საქართველოში პილატესის განვითარებისთვის ძლიერი პლატფორმა.

• ლექცია: ქალი 2025 - ეს არ არის ლექცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

ეს არის იმ ტყუილის გამოაშკარავება, რომელიც დიდი ხანია სიმართლედ მიიღეთ.

ლექცია, სადაც პირველად გაიგებთ, რომ საკმარისი ნებისყოფა გაქვთ, უბრალოდ არავინ აგიხსნათ, როგორ მუშაობს თქვენი სხეული.

  • არანაირი მორალი.
  • არანაირი მითები.
  • არანაირი დანაშაულის გრძნობა.
  • უბრალოდ სიმართლე - როგორ მუშაობს ქალის ორგანიზმი და როგორ მართო ის.

თემები, რომლებსაც განვიხილავთ:

  • • რატომ არ მუშაობს დიეტები და როგორ მოქმედებს ციკლი წონაზე;
  • • როგორ აყალიბებენ ჰორმონები, ციკლი და სტრესი წონას, მადას და შეშუპებად;
  • • რა არის ქალის ბიოჰაკინგი და როგორ გამოვიყენოთ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • • რა გავლენა აქვს უძილობას, შიმშილსა და მუდმივ შფოთვას ჭარბ წონაზე;
  • • როგორ გეხმარებათ პილატესი ცხიმის წვაში.როგორ ივარჯიშოთ სწორად;
  • • რატომ არის კალორიების თვლა წონის კლების წამგებიანი სტრატეგია;
  • • ნეიროპლასტიურობა და კვებითი ჩვევები;
  • • რატომ არის ახალგაზრდობა ბიოქიმია, და არა გენეტიკა.

—————————————————————————

ცოცხალი საუბარი სხეულზე, წონაზე, ჰორმონებსა და იმ სიმართლეზე, რომელიც არავის აუხსნია თქვენთვის.

  • • აუზისპირა მყუდრო გარემო და ლისის ხედები
  • • ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების ერთობა
  • • DJ,აუზი,გართობა,ბევრი საჩუქარი და გათამაშება

დარეგისტრირდით და ნუ გამოტოვებთ!

სპეციალური საჩუქრები:

მონაწილეებს ელოდებათ საჩუქრები ჩვენი სპონსორებისგან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დრესკოდი:

სპორტული ტანსაცმელი (პასტელური ფერები)გამოგეგზავნებათ პალიტრა– კომფორტული, რომ თავისუფლად ივარჯიშოთ პილატესზე. დაგჭირდებათ ასევე აუზისთვის საცურაო კოსტუმი (ფერში შეზღუდული არ ხართ)

ღირებულება:

სტუდიის წევრებისთვის - 200 ლარი

სხვა სტუმრებისთვის - 250 ლარი

ასაკობრიბვი შეზღუდვა: 18+

განრიგი:

 

  • კარის გაღება: 10:00
  • კოფი-ბრეიქი: 10:00-11:00
  • პილატესის მასტერკლასი: 11:00-12:00
  • შესვენება(აქტივობები სტენდებთან ):12:00-12:30
  • ლექცია: 12:30-13:30
  • ფურშეტი:13:30-14:30
  • გათამაშებები : 14:30-15:00
  • დახურვა: 15:00
  • თავისუფალი დრო აუზზე: 15:00-19:00

ფოტო და ვიდეო

რა სურთ ქალებს ?

ადგილი

ლისი ივენთ ჰოლი
სივრცე, რომელშიც ნებისმიერ დღესასწაულს შთამბეჭდავ თავგადასავლად ვაქცევთ
ამ ადგილის ყველა ღონისძიება