ბიოლოგიის თვალსაზრისით, სტრესი არის ძალიან კონკრეტული და საზომი მოვლენა: ფიზიოლოგიური და ჰორმონალური რეაქცია ნებისმიერ გარე მოვლენებზე, რომლებიც ტვინს საფრთხედ მიაჩნია. ეს რეაქცია ადამიანს ეხმარებოდა ველურ ბუნებაში გადარჩენაში, მაგრამ ახლა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემებს იწვევს.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია სტრესს დააზიანოს ჯანმრთელობა, როგორ აისახება ის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე და რა მეთოდებს გვირჩევენ ფსიქოლოგები მისი დონის შესამცირებლად. ამ საღამოს ლექციები არ იქნება: ბევრი ვისაუბრებთ და კითხვებს დავსვამთ!
ასია კაზანცევა არის სამეცნიერო ჟურნალისტი, განათლებით ნეირობიოლოგი და რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ავტორი. ცოტა ხნის წინ ის პოლიტიკურ ემიგრანტად და უცხო ქვეყნის აგენტად იქცა.
ეს შეხვედრა ჩვენ ვატარებთ დამოუკიდებელ მედიასთან „Такие дела“ (@takiedela) პარტნიორობით. ამ გამოცემის ჟურნალისტები კვლავაც რჩებიან რუსეთში, მოგზაურობენ რეგიონებში და საუბრობენ რეალურ ცხოვრებასა და ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ პრობლემებზე.