წერილი-Live თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

წერილი-Live

გია თოიძე - გიტარა, ვოკალი - დრამი - ბასი 20:00 - გახსნა | გამოფენა 20:30 - წერილი live 23:00 - SAGE   I კალათა - 25 ₾ (SOLD OUT) II კალათა - 35 ₾ კარზე - 40 ₾ **ინფორმაციას გამოფენისა და Beatlem-ის რეზიდენტების შესახებ იხილავთ მალე
წერილი-Live
10 Betlemi St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

5 იანვარს აუდიო-ვიზუალურ მუზეუმ Holoseum-ში არსებული Nebeat-ის ალტერნატიულ სცენას წერილი დაიკავებს. ბენდის ლაივის დაწყებამდე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება მუზეუმში დაათვალიეროს თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების გამოფენა, რომელიც მხოლოდ ამ საღამოს გაიმართება. აკუსტიკური კონცერტის შემდეგ კი მუზუემის სივრცეში არსებული კონცეპტუალური ელექტრონული მუსიკის კლუბის, Beatlem-ის სცენაზე კლუბის რეზიდენტი დიჯეები დაუკრავენ და საღამოს ენერგიას კიდევ ერთხელ გარდაქმნიამ.

ბენდი წერილი უკვე ორ ათეულ წელზე მეტია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქართული ანდერგრაუნდ მუსიკის სცენაზე და არ წყვეტს მასთან და მსმენელთან ერთად განვითარებას.

ბენდი თავდაპირველი შემადგენლობით და სახელით “ამორალი” 1995 წელს შეიქმნა. წერილის ბოლო ალბომი “შუაღამე" 2023 წლის აგვისტოში გამოვიდა და მისი დისკოგრაფია ამჟამად უკვე 8 ალბომით და 1 EP-ით შედგება, რომელიც აერთიანებს როგორც აკუსტიკურ ასევე ელექტრონულ ჟღერადობებს.

ადგილი

ჰოლოზეუმი
ჰოლოზეუმი
10 Betlemi St., Tbilisi
მრავალგანზომილებიანი პროექციების სამყარო - აუდიო ვიზუალური მუზეუმი - ჰოლოზეუმი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება