არ საჭიროებს არანაირ ძალისხმევას
ტრანსცენდენტული მედიტაცია არის მარტივი, ბუნებრივი ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს ძალისხმევას და სრულდება 20 წუთის განმავლობაში დღეში ორჯერ კომფორტულად დამჯდარ მდგომარეობაში. ის გონებასა და სხეულს დასვენების განსაკუთრებულ ხარისხს ანიჭებს. ყველა ასაკის, კულტურისა და რელიგიის ათ მილიონზე მეტმა ადამიანმა ისწავლა ტმ. ნებისმიერს შეუძლია ის შეისწავლოს!
ზედმიწევნით ეფექტური
სტრესი და შფოთვა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ბედნიერებისთვის, შემოქმედებითობისა და პროდუქტიულობისთვის. ასობით გამოქვეყნებული კვლევა ტმ-ზე ადასტურებს მის ეფექტურობას სტრესის შესამცირებლად, ფოკუსირებისა და გონების სიცხადის გასაუმჯობესებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მრავალი სხვა.