ახალგაზრდა ჩხიკვებს ერთმანეთი თავდავიწყებით შეყვარებიათ. თუმცა, ქეთევანის მამა ჩხიკვი თომა სასტიკ უარზეა და ზაქარას ხელის თხოვნაზე გადაჭრით უარს ეუბნება. დაღონებული და სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ზაქარა ყველა ღონეს ხმარობს თომას გადასარწმუნებლად. ტყეში დატრიალებული უიმედო სიყვარულის ამბავი ცხადია არ გამოპარვიათ მაცნე მტრედსა და ჭიროკანა კაჭკაჭებს. მეფის, არწივის სასახლეში დახმარების სათხოვნელად ვხვდებით სხვადასხვა ფრინველებს, სხვადასხვა პრობლემებით და გასაჭირით. მეფე გულისხმიერია და ფრინველებს დახმარების ხელს უწვდის. ყველაფერი მხიარული დასასრულისკენ მიდის სპექტაკლის ანტიგმირები მიზანს აღწევენ და საკუთარი ჯვრიწერიდან, სადაც დიდი ჟრიამული და მხიარულებაა, გაიტაცებენ ქეთევანს. მეფე არწივი განრისხებულია და ბრძანებს დამნაშავეების უმალვე დაპატიმრებას მათთვის კი საკადრისის სასჯელის დაკისრებას. მეფის შიკრიკები ახერხებენ ბოროტმოქმედების შეპყრობას და ქეთევანის გათავისუფლებას. შემდეგ კი სპექტაკლი უბრუნდება მხიარულ ნოტას, ქორწილი გრძელდება, სიყვარული სიძულვილზე, სიკეთე კი ბოროტებაზე იმარჯვებს.
