მოქმედება ვითარდება გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის გარეუბანში, ლტოლვილთა დასახლებაში, სადაც ლტოლვილები გერმანიაში ცხოვრების და მუშაობის უფლების მიღებამდე იმყოფებიან და იქაური შინაგანაწესის მიხედვით ცხოვრობენ.
ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს რამოდენიმე ქართველი ერთად. მოქმედება ამ ოთახში ვითარდება.
თანაცხოვრება ერთმანეთისთვის უცხო და სხვადასხვა გარემოში გაზრდილი ადამიანებისა. მათი პრობლემები, მიზეზები, თუ რატომ დატოვეს საქართველო, რა მიზნები აქვთ, რა მოლოდინები აქვთ აქ, გერმანიაში. ნოსტალგია, ახლობლების მონატრება, კურიოზული სიტუაციები მათთვის უცხო ქვეყანაში და ქართველებისათვის დამახასიათებელი ოპტიმიზმი და იუმორი, რაც ეხმარებათ მათ კრიტიკულ სიტუაციებს გაუძლონ.
მათი თანაცხოვრების დეტალები. უცხო გარემოსთან შეუგუებლობა, რა მოსწონთ და რა არა. შედარებები ქართულ ყოფასთან. გერმანულში მეცადინეობა და ამასთან დაკავშირებული კურიოზები. საცხოვრებლის შინაგანაწესთან დაკავშირებული პრობლემები. სახლში დროზე დაბრუნება, ხანდახან ქართლულად წაქეიფება, ურთიერთობების დატკბობა, ისევ არევა. კონფლიქტები და უკიდურეს სიტუაციაში თანადგომა. მოკლედ, ქართული ხასიათის თავისებურებები, ნაჩვენები ერთ პატარა ოთახში, სადაც ოთხი ერთმანეთისათვის უცხო ქართველი ცხოვრობს.
პიესის ბოლოსკენ ისე ხდება, რომ ყველას ყველაფერი ულაგდება, ცხოვრების უფლებასაც იღებენ და მუშაობის უფლებასაც, რაც უფრო აშორებს მათ საქართველოსთან, მაგრამ ერთი პატარა ნიუანსი, ერთი პატარა ამბავი და ისინი უყოყმანოდ გადაწყვეტენ საქართველოში დაბრუნებას. მიზეზი მარტივია - ისინი ქართველები არიან!...
