ვორქშოპების სერია მოიცავს ხუთ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ თემატურ ვორქშოპს ლიდერული კომუნიკაციის შესახებ.
ლიდერული კომუნიკაციის ანბანი - 21 ივლისი
ორგანიზაციაში ლიდერობა კომუნიკაციის სტილით ვლინდება. ლიდერის კომუნიკაციის ხარისხი მისი გუნდის წევრებთან დიდ გავლენას ახდენს თანამშრომლების მოტივაციაზე, მათ ჩართულობასა და შედეგებზე. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები სამსახურიდან, ყველაზე ხშირად ხელმძღვანელების გამო მიდიან. ეს გარემოება ლიდერებს კარნახობს გადახედონ ურთიერთობის შენების უნარებს და გამოიმუშაონ უფრო მოქნილი, პიროვნებაზე ორიენტირებული სტრატეგიები.
კონსტრუქციული უკუკავშირი - 24 ივლისი
კონსტრუქციული უკუკავშირი გულისხმობს ცხად, მხარდამჭერ და შედეგზე ორიენტირებულ უკუკავშირს, რომელიც თანამშრომლების და გუნდის ზრდისკენ პირდაპირი გზაა. ლიდერისთვის ფუნდამენტური უნარია კომუნიკაციის ამ ენის ფლობა და ქოუჩინგის ინსტრუმენტების გამოყენება უკუკავშირის პროცესში, რადგან ქოუჩინგის კომპეტენციები სწორედ ამ პრინციპებს ეყრდნობა: სანდო გარემოს შექმნა, შედეგზე ორიენტირება, სიცხადე და ცნობიერების გაფართოება.
დამარწმუნებელი კომუნიკაცია - 28 ივლისი
ლიდერის ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში არაერთი პროცესია, რომელიც ძლიერ, დამარწმუნებელ კომუნიკაციას ეფუძნება. ლიდერობა გულისხმობს უნარს თანამშრომლებს და გუნდს აჩვენოს მომავლის სურათი, თითოეულ ადამიანამდე მიიტანოს დასახული მიზნის მნიშვნელობა და გააზიაროს ის მისია, რასაც ორგანიზაცია ემსახურება. დამარწმუნებელი კომუნიკაციის კონცეფცია შენდება ეთიკურობის, გულწრფელობის, გამბედაობის და ჩართული პირების ინტერესების გათვალისწინების ირგვლივ. ეს არის მნიშვნელოვანი გავლენის გამავრცელებელი პროცესი.
მოსმენა და მამოტივირებელი დიალოგი - 31 ივლისი
მოსმენის უნარს აქვს დონეები - ზედაპირული მოსმენიდან, გლობალურ, სიღრმისეულ მოსმენამდე. ეს არის კომპეტენცია, რაზეც შენდება ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და რაზეც დამოკიდებულია დიალოგის სიღრმე. მოსმენა ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები შედიან პარტნიორულ პროცესში და არიან ფოკუსირებული დიალოგის შედეგზე. ლიდერი, რომელსაც ღრმა მოსმენის კომპეტენცია აქვს, ყოველთვის გამოირჩევა ურთიერთობების ხარისხით, რასაც აშენებს გუნდთან და თანამშრომლებთან ერთად.
სამოტივაციო უკუკავშირი, დაფასება და წარმატების ზეიმი - 4 აგვისტო
რა ამოტივირებს ადამიანს სამსახურში? ამ კითხვაზე ბევრი ხელმძღვანელი ეძებს პასუხს. თუმცა, სანამ მას ვუპასუხებთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, მენეჯერული საქმიანობის რა ნაწილს ვუთმობთ ჩვენი თანამშრომლების მიღწევების აღიარებასა და წარმატების ზეიმს. ხშირად, ეს ნაწილი ამოვარდნილია მმართველობითი პრაქტიკიდან, ან უსისტემო ხასიათს ატარებს. მას ყოველდღიური რუტინა „ჭამს“. წარმატების ზეიმი და მიღწევების აღიარება იმაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე ხანდახან გვგონია. მეტიც, მოტივირებული ადამიანი და გუნდი წარმოუდგენელია დაფასებისა და წარმატების ზეიმის წეს-ჩვეულებების გარეშე.
დეტალები და რეგისტრაცია აქ https://coachinglab.ge/liderobis-5-ena/