მოგზაურობა თბილისურ ამბებში
21 სექტემბერს, თბილისობის კვირა დღეს, 16:00–20:00 საათამდე,
სასტუმრო “ibis Styles ძველი თბილისი” (კოტე აფხაზის 39) გეპატიჟებათ განსაკუთრებულ დღესასწაულზე.
ღონისძიებაზე კულინარ ქეთი ბაქრაძესა და სასტუმროს შეფმზარეულ ალექსანდრე ჩაჩანიძესთან ერთად გაცოცხლდება ძველი თბილისის ატმოსფერო.
სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ თბილისური კულინარიის განსხვავებული რეცეპტებით მომზადებული კერძები.
ასევე დაგხვდებათ ქართული ხელნაკეთი სუვენირების, ტრადიციული ნუგბარის, არომატული ხემსების, სამახსოვრო სუვენირებისა და ქართული ღვინის სახეობების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება გაიმართება „იტალიურ ეზოში“ - იმ ავთენტურ სივრცეში, სადაც ისტორიულად თბილისური წესის მიხედვით, სხვადასხვა ეროვნების მეზობლები საერთო სუფრას შლიდნენ, სადაც ნამდვილად იგრძნობოდა ოჯახური გარემო.
დროში მოგზაურობის კულინარიული დღესასწაული საუკეთესო გამოცდილება იქნება, როგორც უფროსებისთვის, ასევე თქვენი ოჯახის პატარა წევრებისთვისაც.
თბილისური „თეისთინგ- ფურშეტის“ მენიუში დაგხვდებათ:
- ქათმის, საქონლისა და ღორის შერეული ქაბაბი;
- ღორის მწვადი ჭარხლის მარინადთან ერთად;
- გრილზე გამომცხვარი ბოსტნეული;
- ტოლმა ვაზის ფოთოლში მაწვნის სოუსით;
- ტაფის განსხვავებული, სახლური ხაჭაპური;
- კამეჩის მაწონი თაფლითა და გრანულით;
- კარამელიზირებული თხილი და სასუსნაოები;
- ფელამუში ნუშის ფანტელით;
- ლაღიძის წყალი;
- გარნირები: ჰუმუსი, ძაძიკი, წითელი ალუბლის ტყემალი;
- ერთი ჭიქა ღვინო.
ღონისძიების პრეზენტაციული ნაწილი 16:30 საათზე დაიწყება, სადაც ქეთი ბაქრაძე სტუმრებს გააცნობს თბილისური სამზარეულოს უნიკალურობას, ბარბარე ჯორჯაძისეულ კერძებში აღმოსავლური და ევროპული ელემენტების შერწყმას, ქართულ კულინარიაში არსებულ სულსა და კულტურას.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა თბილისური გემოების აღმოჩენას: სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ განსაკუთრებული კერძები, ასევე გაეცნონ და შეიძინონ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი კომპანიების მრავალფეროვანი პროდუქტი.
*5 წლამდე ბავშებისთვის მონაწლეობა უფასოა
*12 წლამდე ბავშვბებისთვის კი საფასური 40 ლარია (რომლის შეძენასაც შეძლებთ ადგილზე)
2500 სასტუმროთი 79 ქვეყანაში, გვაქვს მილიონობით მიზეზი აღსანიშნავად და კიდევ მეტი – სამომავლო მოლოდინისთვის.
შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი 50-წლიანი გზა, როგორც თქვენი სანდო მოგზაურობის პარტნიორი.
ერთად – წინ ახალი მიზნებისკენ!