მოდით, ერთად შევხვდეთ გაზაფხულს ![]()
1 მარტს, The Biltmore Tbilisi Hotel-ში გაიმართება საგაზაფხულო ფესტივალი, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ უნიკალური ხელნაკეთი ბრენდები და დატკბეთ თბილი, მეგობრული ატმოსფეროთი.
100-ზე მეტი ბრენდი და ხელოვანი იქნება წარმოდგენილი — კერამიკა, სამკაული, სანთლები, დეკორი, ტანსაცმელი, არტი და გამორჩეული ხელნაკეთი ნივთები.
ეს არის იდეალური ადგილი განსაკუთრებული საჩუქრების შესარჩევად 3 მარტისთვის (დედის დღე) და 8 მარტისთვის (ქალთა საერთაშორისო დღე) — სიყვარულითა და გულით შერჩეული ნივთები.
მარკეტის გარდა, დღე სავსე იქნება სასიამოვნო და შემოქმედებითი აქტივობებით:
საბავშვო შემოქმედებითი ზონა გამომცემლობასთან ერთად
გაზაფხულის თემატიკით ორცხობილების მოხატვა ბავშვებისთვის
სახალისო აქტივობები EDUHUB-ისგან — კონსტრუქცია, ქრაფტი და სხვა მრავალი
სუნამოების დამზადების მასტერ-კლასი
მაკიაჟის სივრცე
ქართული ენისა და კალიგრაფიის კუთხე გემრიელი სიურპრიზებით
ფუდკორტი და ლამაზი საგაზაფხულო ფოტოზონა
მოდით, აღმოვაჩინოთ, შევქმნათ, ავირჩიოთ განსაკუთრებული საჩუქრები და ერთად გავატაროთ თბილი გაზაფხულის დღე.
12:00 – 19:00
The Biltmore Tbilisi Hotel.
რუსთაველის 29
შესვლა თავისუფალია
