თბილისის გასტრო კვირეული 2026: ფინალური გალა ვახშამი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თბილისის გასტრო კვირეული 2026: ფინალური გალა ვახშამი

თბილისის გასტრო კვირეული 2026: ფინალური გალა ვახშამი

თბილისის გასტრო კვირეული 2026: ფინალური გალა ვახშამი
20, Telavi str.
ბილეთის ფასი
დან500
ინგლისური, ქართული

განრიგი

06.06.2026
შაბათი
19:00
500

აღწერა

თბილისი გასტრო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება შედგება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე — შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის რესტორან “ათიში”. ეს იქნება საღამო, სადაც ქართულ კულინარიას, ბასკურ ინოვაციურ სამზარეულოსა და თანამედროვე ესპანურ ტექნიკას ერთად მოეყრება თავი. ოთხი შეფი ცნობილია თავიანთი კონცეპტუალური ხედვითა და გემოთი ნარატივის შექმნის უნარით, რაც სტუმრებს უნიკალური კულინარიული გამოცდილების გარანტიას აძლევს. ბასკი შეფები ხავიერ რივერო და გორკა რიკო ქართველ შეფებთან ვახო გობეჯიშვილთან და ეკა ბაღდავაძესთან ერთად შემოგვთავაზებენ დაუვიწყარ ვახშამს.

 

ვახშამი შედგება 6 კერძისგან და თითოეული კერძი შეეხამება ქართულ და ევროპულ ღვინოს.

 

👨‍🍳 შეფები

ხავიერ რივერო 🇪🇸& გორკა რიკო 🇪🇸

ხავიერ რივერო და გორკა რიკო არიან AMA-ის თანადამფუძნებლები და თანაშეფები — რესტორნის, რომელსაც მინიჭებული აქვს ერთი Michelin ვარსკვლავი და Michelin Green Star მდგრადი განვითარებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის. ისინი წარმოადგენენ ახალი თაობის ბასკ კულინარიულ ლიდერებს, რომელთა სამზარეულო ეფუძნება ადგილობრივ პროდუქტებს, სეზონურობას და თანამედროვე ტექნიკას. მათი მიდგომა აერთიანებს კრეატიულობასა და გარემოზე პასუხისმგებლობას. ისინი სტუმრებს სთავაზობენ დახვეწილ და ინოვაციურ გასტრონომიულ გამოცდილებას, სადაც გემო, იდეა და ბუნების პატივისცემა ერთ მთლიანობად იქცევა.

 

ვახო გობეჯიშვილი🇬🇪

სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის რესტორანი “ათის” მთავარი შეფმზარეული, ვახო გობეჯიშვილი არის თანამედროვე ქართული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი — მის ხელწერას ქმნის დახვეწილი ტექნიკა, ადგილობრივი ინგრედიენტების ახალი ინტერპრეტაცია და მინიმალისტური, მაგრამ არტისტული პრეზენტაცია. მისი მენიუები გამოირჩევა სიზუსტით, ტექსტურების ბალანსითა და თანამედროვე კულინარიული ხედვით.

 

👩‍🍳 ეკა ბაღდავაძე 🇬🇪

სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის მთავარი კონდიტერი, ეკა ბაღდავაძე არის თანამედროვე ქართული კონდიტერიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომლის ხელწერაც გამოირჩევა სიზუსტით, ესთეტიკითა და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით. მისი დესერტები გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურებით, დახვეწილი ვიზუალური სტილით და გემოების ელეგანტური კომბინაციებით, რაც თანამედროვე მაღალი გასტრონომიის გამოცდილებას უნიკალურ ხასიათს ანიჭებს.

 

🌟 ეს იქნება საღამო, სადაც ქართული ინოვაციური სამზარეულო და ბასკურ–ესპანური კულინარიული ხელოვნება ექსუკლიზიურად იქნება წარმოდგენილი. ოთხივე შეფის განსხვავებული ხედვა ქმნის უნიკალურ გემოებს, რომელსაც გამოტოვება არ შეიძლება.

 

ღვინო:

ღვინის კომპანია ამბრა

ღვინის კომპანია ეკლიფსი

ღვინის კომპანია ანემო

ღვინის კომპანია თელიანი ველი

 

ალკოსფერო:

Canti - Prosecco

Gorghi Tondi - Grillo

Varvaglione - Primitivo Salento

Taylor’s - 10 Years Old Ruby Port

რაოდენობა ლიმიტირებულია

Dress Code: Cocktail Chic

 

სპეციალური შეთავაზება სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის: შეიძინე თბილისი გასტრო კვირეულის ბილეთები და დაიბრუნე 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 140 ლარი სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite ბარათით გადახდისას.

შეთავაზება ასევე ვრცელდება Liberty Wealth-ის Mastercard World Elite ბარათით გადახდისას.

ფოტო და ვიდეო

თბილისის გასტრო კვირეული 2026: ფინალური გალა ვახშამი

ადგილი

ATI • ათი
ATI არის სახურავზე რესტორანი, ბარი და ლაუნჯი, რომელიც მდებარეობს გამოჩენილი Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ის მე-10 სართულზე, სადაც იშლება ქალაქის შესანიშნავი ხედები.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება