თბილისის გასტრო კვირეული 2026: ვახშამი ოთხ ხელში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
თბილისის გასტრო კვირეული 2026: ვახშამი ოთხ ხელში

თბილისის გასტრო კვირეული 2026: ვახშამი ოთხ ხელში

თბილისის გასტრო კვირეული 2026: ვახშამი ოთხ ხელში
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან350
ინგლისური, ქართული

აღწერა

თბილისის გასტრო კვირეულის კიდევ ერთი გამორჩეული საღამო გელოდებათ სასტუმრო ამბასადორის რესტორან “მოზაიკოში”. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა დააგემოვნოთ ორი სხვადასხვა კულტურის და მსოფლიო დონის შეფის გამორჩეული ხედვა.

 

🌍 საღამოს განმავლობაში ფლორიან გიულოტო — Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორი, Nice Côte d’Azur Provence Sommeliers Association-ის პრეზიდენტი, French Sommellerie Union-ის Master Sommelier და Saké Sommelier — ანა გოდაბრელიძესთან ერთად პირადად გაუძღვება ღვინის პროგრამასა და დეგუსტაციას. ანა გოდაბრელიძე — ენოლოგი, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და OIV-ის წარმომადგენელი საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე — ქართული ღვინის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროფესიონალია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ კომენტარები თითოეულ ღვინოზე, მის არომატებზე, სტრუქტურასა და კერძებთან შეხამების იდეაზე, რაც საღამოს განსაკუთრებულ ენოლოგიურ და სენსორულ გამოცდილებად აქცევს.

 

შეფები

👨‍🍳 კელვინ ჩეუინგი 🇨🇦🇭🇰

მსოფლიო დონის, საერთაშორისო აღიარებული შეფმზარეული, რომელიც დუბაიში ერთ-ერთ წამყვან მაღალი გასტრონომიის რესტორან — Jun’s-ს — ხელმძღვანელობს. რესტორანი შეფასებულია MICHELIN Guide-ის მიერ და მის შერჩეულ ობიექტებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.

 

კელვინ ჩეუინგი აღიარებულია Michelin Guide-ის რეკომენდაციით, ხოლო რესტორანი დამსახურებულად ფლობს Gault & Millau–ს წამყვან შეფასებებს და პრესტიჟულ ჯილდოებს, რომლებიც მაღალი კულინარიული სტანდარტების დამადასტურებელია.

 

მისი მენიუ უნიკალურად აერთიანებს აზიურ, ჩრდილოამერიკულ და ევროპულ კულინარიულ გავლენებს — ადგილობრივი და გლობალური გამოცდილების ჰარმონიული სინთეზით.

 

👨‍🍳 გიორგი აბსანძე 🇬🇪

კრეატიული ქართველი შეფი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი თანამედროვე სერვირებითა და ექსპერიმენტული ბადებით. გიორგი ყურადღებას ამახვილებს ვიზუალურ გამოცდილებაზე, ტექნიკურ სრულყოფილებაზე და ახალი, დაუვიწყარი გემოების შექმნაზე.

 

🌟 საღამო იქნება ორ განსხვავებული კულინარიული ხედვის შერწყმა, სადაც ქართული ინოვაცია და საერთაშორისო ექსპერიმენტი ერთი მაგიდის გარშემო აერთიანებს ყველას. ვახშამი შედგება 6 კერძისგან და თითოეულ კერძი შეხამებულია ქართულ და ევროპულ ღვინოსთან.

 

Dress Code: Cocktail Chic

 

ღვინო:

ღვინის კომპანია ქებურია

 

ალკოსფერო:

Villa Sandi - Prosecco Treviso

Davidoff V.S.O.P 0,7 L

ადგილები ლიმიტირებულია.

 

 

სპეციალური შეთავაზება სტუდიო ლიბერთის წევრებისთვის: შეიძინე თბილისი გასტრო კვირეულის ბილეთები დადაიბრუნე 20% ქეშბექი, მაქსიმუმ 140 ლარი სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite ბარათით გადახდისას.

შეთავაზება ასევე ვრცელდება Liberty Wealth-ის Mastercard World Elite ბარათით გადახდისას.

ფოტო და ვიდეო

თბილისის გასტრო კვირეული 2026: ვახშამი ოთხ ხელში

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება