თერაპიული პრაქტიკა მათთვის, ვინც გრძნობს გადაღლას, შფოთვას, ან უბრალოდ სურს შეანელოს არსებული ცხოვრების ტემპი და უფრო ღრმად
დაუკავშირდეს საკუთარ სხეულს.
7 თებერვალს, 14:00 საათზე,
ვორქშოპის განმავლობაში ვიმუშავებთ სომატური მოძრაობის, სპეციალურად შერჩეული იოგას ასანების, სუნთქვისა და ტაპინგის ტექნიკებით, რომლებიც ხელს
უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას და შინაგანი სტაბილურობის აღდგენას.
ვორქშოპზე დასასწრებად არ არის საჭირო იოგას გამოცდილება, მთავარი არის მოსმენა, შეგრძნება და საკუთარ ტემპში მოძრაობა.
დარეგისტრირდი აქ: https://shorturl.at/9zIkw
დასწრების ღირებულება: 40 ლარი
რას მოიცავს ვორქშოპი:
გაცნობა და უსაფრთხო სივრცის შექმნა
სომატური გახურება და ნაზი აქტივაცია
ინტუიციური, მოძრაობა, იოგა ასანები
სუნთქვითი პრაქტიკები სტრესის შესამცირებლად
ტაპინგის ტექნიკები შფოთვისა და დაძაბულობის რეგულაციისთვის
გამოცდილებების გაზიარება, კითხვებზე პასუხი
ვორქშოპი განკუთვნილია ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ეძებს თერაპიულ და ემპათიურ გამოცდილებას სხეულთან რეალური კავშირის აღსადგენად.
ფასილიტატორი, ხატია წიკლაური: ჰოლისტური პრაქტიკების ფასილიტატორი და იოგას
მასწავლებელი, რომელსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის – მათ შორის ინდოეთში, ჩინეთში, ბალიზე.
