თოვლია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
თოვლია

თოვლია

თოვლია
49, მ. აბაშიდძეს გამზ. (ბათუმი)
ბილეთის ფასი
დან7
ქართული

აღწერა

იაპონიის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს თოვლივით თეთრი ბომბორა ძაღლი - თოვლია. ის ყოველთვის მეგობართან - პატარა ბიჭუნასთან ერთად თამაშობს და ძალიან ბედნიერია. ერთ დღეს თოვლიას ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. თეთრ ძაღლს მოხუცი ტალახისფერი - სეჯი გაიცნობს, ისინი დამეგობრებასაც ვერ მოასწრებენ, რომ სეჯის ძაღლმჭერი გალიაში გამოამწყვდევს. თოვლია დაღონებულია, განიცდის იმას, რომ ვერ შეძლო მეგობრის დახმარება. გაბრაზებული მიწას ამოთხრის და შიგ ჩაწვება იმ იმედით, რომ ყველაფერს დაივიწყებს. როცა მიწიდან ამოძვრება, აღმოაჩენს, რომ არც არაფერი დავიწყებია და გარშემოც არაფერი შეცვლილია, გარდა ერთისა - ის სრულიად ტალახის ფერია. მის განცდებს ისიც დაემატება, რომ პატარა ბიჭუნა ვერ იცნობს. ახლა სრულიად მარტოა. უეცრად ცაში მოფარფატე ფრანს დაინახავს. თოვლია მას გაეკიდება. ფრანი სწორედ იმ ადგილებში ჩერდება, სადაც ადამიანებს და ცხოველებს დახმარება სჭირდებათ. გოგონას ხანძრიდან გამოყვანს, ცხვარს მგლისაგან გადაარჩენს, ხოლო ბავშვს, რომელიც წყალში იხრჩობა, მდინარის აქაფებული ზვირთებიდან იხსნის. ამის შესახებ ქალაქის გაზეთებში ყოველდღიურად იბეჭდება. ქალაქის თავი ყველა მაწანწალა ძაღლს, რომელიც დაჭერილია, გაათავისუფლებს, ხოლო ტალახისფერი ბომბორასთვის ჯილდო დაწესდება.

 

გმირი თოვლია ისევ თოვლივით თეთრია, მდინარემ ტალახის ფერი სრულიად ჩამორეცხა. თოვლია ისევ ცაში მოფარფატე ფრანს მისდევს, ის ჯერ სეჯის შეხვდება, ხოლო შემდეგ სახლში დაბრუნდება. პატარა ბიჭი ამჯერად მის მეგობარს იცნობს და თოვლიას სიხარულით მიიღებს.

 

ფოტო და ვიდეო

თოვლია

ადგილი

Batumi Puppet and Youth State Theater

2016 წლის 14 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრის შემოქმედებითი პროცესი განახლებულ შენობაში გრძელდება. ისტორიულ შენობას თავისი ერთსართულიანი და საზაფხულო ფართით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება