15 ივლისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ გუგა სიხარულიძესთან თემაზე: „ძილი, მელატონინი და ბიოლოგიური საათი: როგორ მართავს ღამე ჩვენს ჯანმრთელობა"
👉 ძილი არ არის უბრალოდ დასვენება, ის ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ფუნქციონირების ფუნდამენტური, მაღალორგანიზებული პროცესია. ნეირონული ქსელების რეგენერაცია, ჰორმონული ჰომეოსტაზი, კოგნიტური კონსოლიდაცია და იმუნური პასუხი სწორედ იმ დროს წყდება, როდესაც ჩვენ „გათიშულები“ ვართ.
ლექციაზე ჩავუღრმავდებით ცირკადული რიტმების ნეირობიოლოგიურ მექანიზმებს და შევეხებით ჩვენს შინაგან „მთავარ საათს“ (SNC). განვიხილავთ, როგორ მოქმედებს მელატონინი არა მხოლოდ როგორც „ძილის ჰორმონი“, არამედ როგორც სინქრონიზაციის უმნიშვნელოვანესი მოლეკულური აგენტი.
გარდა სამეცნიერო თეორიისა, ვისაუბრებთ თანამედროვე ეპოქის გამოწვევებზე: როგორ ცვლის ციფრული ეკრანების ლურჯი შუქი, ქრონიკული სტრესი, დესინქრონოზი და სოციალური „ჯეტლაგი“ ჩვენს ევოლუციურად ჩამოყალიბებულ ბიოლოგიურ არქიტექტურას.
შეხვედრის მიზანია, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ხელახლა აღმოვაჩინოთ ძილის ფენომენი და მივიღოთ პრაქტიკული, კლინიკურად დასაბუთებული ინსტრუმენტები ცხოვრების ხარისხისა და ფსიქოემოციური მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო