იაპონური სამკურნალო თერაპიის, შიაცუს, ვორქშოფი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
იაპონური სამკურნალო თერაპიის, შიაცუს, ვორქშოფი

იაპონური სამკურნალო თერაპიის, შიაცუს, ვორქშოფი

იაპონური სამკურნალო თერაპიის, შიაცუს, ვორქშოფი
71 Sairme St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 80
advertising
ქართული

განრიგი

02.07.2025
ოთხშაბათი
20:00
80

აღწერა

2 ივლისს, 20:00 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით უძველესი იაპონური სამკურნალო თერაპიის, შიაცუს, მასაჟის ვორქშოფზე, რომელსაც გაუძღვება აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპიების ოსტატი, თამარა.

ვორქშოფზე დასწრების ღირებულებაა: 70 ლარი
წყვილებისთვის: 50 ლარი

ვორქშოფი გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში და მისი მიზანია, შიაცუს საბაზისო ტექნიკის გაზიარება ისე, რომ სახლის პირობებშიც შეძლოთ მისი გამოყენება.

რა არის შიაცუ? 

შიაცუ იაპონური აღდგენითი თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც მოიაზრებს ადამიანის სხეულზე გამავალ ენერგეტიკულ მერიდიანებზე ზეწოლას თითებითა და ხელისგულებით, რაც ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და გვეხმარება სტრესისგან გათავისუფლებაში, რელაქსაციასა და ენერგიის აღდგენაში. თერაპიის დროს აქტიურად გამოიყოფა ენდორფინები, რაც შემდგომ სხეულის თვითბალანსს უწყობს ხელს.

რა გველის შიაცუს ვორქშოფზე? 

ვორქშოფის განმავლობაში შევიგრძნობთ გონებრივ და ფიზიკურ დასვენებას, რაც თან ახლავს ფიზიკური შეხებით გამოწვეულ ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას.

ვორქშოფის დროს წყვილებში შევისწავლით შიაცუს საბაზისო ცოდნას, გავივლით ძირითად წერტილებს სახეზე, თავსა და სხეულზე.

მეთოდი წარმოდგენილი იქნება ისე, რომ ყველა მონაწილე შეძლებს მის განმეორებას. ამ მარტივი, ურთიერთგაცვლის ექსპერიმენტით, „შეხება, შეგრძნება, სხვასთან კონტაქტი“, მივაღწევთ ჰარმონიულ სუნთქვას, გონებრივ სიმშვიდეს, კუნთების მოდუნებას, რაც სასარგებლოა იმდენად, რამდენადაც ჩვენი ორგანოთა სისტემები ისვენებს, ტვინი კი გადადის სიმშვიდის ფაზაში.

 შიაცუს საბაზისო ტექნიკის შესწავლა დაგვეხმარება, ჩვენს ყოველდღიურობას შევმატოთ ახალი და სასიამოვნო რუტინა.

ფოტო და ვიდეო

იაპონური სამკურნალო თერაპიის, შიაცუს, ვორქშოფი

ადგილი

ლუმოს
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება