💡 8 ივლისს აზროვნების აკადემიაში გაიმართება ფსიქოლოგ ნინი ელბაქიძის ტრენინგი თემაზე: „თვითზრუნვა და პროფესიული გადაწვა"
👉 ხშირად რთულია გავარჩიოთ ზღვარი ბევრ შრომასა და პროფესიულ გადაწვას შორის. შესაძლოა, საკუთარ თავში ან სხვა ადამიანში შევნიშნოთ პროფესიული სტრესის სხვადასხვა სიმპტომი. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ადრე თანამგრძნობი იყო, შეიძლება მოულოდნელად გახდეს ცივი და ვეღარ ახერხებდეს სხვების ემოციურ მხარდაჭერას.
პროფესიული სტრესის სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. თავდაპირველად ის შეიძლება გამოიხატოს დაღლილობის ვერ შეგრძნებით, საქმის კეთებისადმი ზედმეტი ენერგიით, აღიარების ძლიერი სურვილითა და შეუპოვარი შრომით. შემდგომ ეტაპზე კი შესაძლოა გაჩნდეს გაღიზიანება, იუმორის გრძნობის დაკარგვა, ცინიზმი, საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფა და დღის ბოლოს ძლიერი დაღლილობა.
ლექციაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ სად გადის ზღვარი შრომით განვითარებასა და პროფესიულ გადაწვას შორის. განვიხილავთ პროფესიული სტრესის ნიშნებს, მის ადრეულ სიმპტომებსა და იმ ცვლილებებს, რომლებიც ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, ურთიერთობებსა და სამუშაო მოტივაციას ეხება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი.