თვითზრუნვა და ემოციური ინტელექტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
თვითზრუნვა და ემოციური ინტელექტი

თვითზრუნვა და ემოციური ინტელექტი

თვითზრუნვა და ემოციური ინტელექტი
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ქართული

განრიგი

04.07.2025
პარასკევი
19:00
50

აღწერა

 

აზროვნების აკადემიაში ტრენინგ-ციკლის, „პიროვნული და პროფესიული განვითარების" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ნინი ელბაქიძესთან.

 

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ხშირად ვაწყდებით სხვადასხვა გამოწვევებსა და სტრესულ სიტუაციებს, რომელთა გამკლავებისთვის აუცილებელია შესაბამისი რესურსების ქონა. სწორედ ეს განსაზღვრავს, გახდება თუ არა მოცემული სიტუაცია ჩვენს განვითარებაზე პოზიტიური გავლენის მომხდენი, თუ პირიქით—დამაზიანებელი.

ხშირად, ჩვენი ქცევა კრიზისულ სიტუაციაში შესაძლოა იმ მომენტში ეფექტური აღმოჩნდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჩვენივე ემოციური რესურსების გამოფიტვის მიზეზი გახდეს. შედეგად, ის, რაც თავდაპირველად გვიჩვენებდა გადაჭრის გზას, შეიძლება აღმოჩნდეს დამაზიანებელი ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის.

თითოეულ ადამიანს აქვს რთულ სიტუაციებთან გამკლავების საკუთარი მექანიზმი. თუმცა, მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რამდენად ეფექტურია ეს მექანიზმი რეალურად—გვეხმარება ის მენტალური რესურსების გაძლიერებაში, თუ პირიქით, ხელს გვიშლის ჩვენ ან/და ჩვენს გარშემომყოფებს.

ემოციური ჰიგიენის დაცვისთვის მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაციის - ქცევის, აზროვნების ჩვენი სტილის გაცნობეირება; რეალურად ჩვენთვის სასარგებლო ემოციური რეგულაციის სტილის შესახებ ინფორმაციის მიღება, ამ მიმართულებით დამოკიდებულების ცვლილება და ქცევაში გავარჯიშება.

დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე

 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

თვითზრუნვა და ემოციური ინტელექტი

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება