ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 თებერვალს გიწვევთ ნანა აბურჯანიძის ვორქშოპზე - „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრაზე გაიგებთ, თუ როგორ უნდა დაძლიოთ თანამედროვე ბაზრის გამოწვევები და მოახდინოთ გაყიდვების სტიმულირება.
ვორქშოპზე გაიგებთ:
• რა არის დღეს გაყიდვების მთავარი გამოწვევა და დილემა, როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე
• როგორ შეიცვალა გაყიდვების თეორიები, მიდგომები და ტაქტიკები ბოლო წლებში
• როგორ გაიზარდა მოთხოვნები გაყიდვების გუნდის კომპეტენციებისა და უნარების მიმართ
• რა როლი აქვს სწორ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში
• როგორ შეიცვალა B2C და B2B მომხმარებლის ქცევა
შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, ლოკალური და გლობალური ბრენდების მაგალითების განხილვითა და სხვადასხვა ინდუსტრიის გამოცდილების გაზიარებით
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან შეკითხვები საკუთარი ბიზნესის პერსპექტივიდან და მიიღონ განახლებული იდეები და მიდგომები არსებული გამოწვევების დასაძლევად
ღონისძიების დეტალები:
• თარიღი: 10 თებერვალი
• ლოკაცია: საქართველოს ბანკის 4B ფილიალი, ალ. ყაზბეგის N15
• დრო: 17:00 საათი
• ხანგრძლივობა: 2 საათი
დარეგისტრირდით: https://go.bog.ge/4qehZC9
