1994 წლიდან, საქართველოს ბანკი ავითარებს საცალო და პერსონალური ბანკინგის მიმართულების პროდუქტებს და სერვისებს, რომლითაც დღეისათვის 1.6 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს. საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლო სახელის ქვეშ, საქართველოს ბანკი დღეს 7 ათასამდე თანამშრომელს აერთიანებს. წლების განმავლობაში, კომპანია ლიდერი ბანკის სტატუსს ფლობს, როგორც ფინანსური მაჩვენებლებით, ისე მოსახლეობის აღქმაში.