ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 14 ივლისს, 16:00 საათზე, გიწვევთ გიორგი თოდაძის ვორქშოპზე - ,,შრომის უსაფრთხოება: რისკიდან უპირატესობამდე”
თანამედროვე ბიზნეს გარემოში უსაფრთხოების კულტურა კომპანიის სტაბილური ზრდის, ფინანსური მდგრადობისა და რეპუტაციის საფუძველია. ვორქშოფზე, პრაქტიკული ქეისების მაგალითზე, შეისწავლით, როგორ აქციოთ უსაფრთხოების სტანდარტები ბიზნესის განვითარების მძლავრ ბერკეტად და თავიდან აიცილოთ კრიტიკული ფინანსური თუ რეპუტაციული დანაკარგები.
ვორქშოპზე გაიგებთ:
• უსაფრთხოების ეკონომიკა და ROI: როგორ აქციოთ უსაფრთხოება სტრატეგიულ ინვესტიციად და არა იძულებით ხარჯად
• Burnout-ის მართვა: როგორ იწვევს თანამშრომელთა გადაწვა კრიტიკულ ბიზნეს-შეცდომებს და რა არის პრევენციის გზები
• ლიდერის როლი (Tone from the Top): როგორ ყალიბდება ნდობაზე დაფუძნებული, „ბრალეულობისგან თავისუფალი“ გარემო (No-Blame Culture)
• კრიზისების მართვა და BCP: პრაქტიკული ინსტრუმენტები ბიზნესის უწყვეტობის შესანარჩუნებლად ფორსმაჟორულ სიტუაციებში
შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციულ ფორმატში, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დასვან კითხვები და განიხილონ საკუთარი ბიზნესის წინაშე მდგარი გამოწვევები.
ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 14 ივლისი
დრო: 16:00 საათი
ხანგრძლივობა: 3 საათი
დარეგისტრირდით: https://go.bog.ge/4uU4HN9