ჩვენს ენერგიას, ყურადღების კონცენტრაციას თუ ემოციურ სტაბილურობას დიდწილად კვება და ცხოვრების წესი განსაზღვრავს.
✨ 25 აპრილს, შაბათს 12.00 საათზე სასტუმრო ✨ibis Styles Old (კოტე აფხაზის 39) ექიმ-ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას და ფსიქოლოგ ნანა შონიას ფსიქონუტრიციოლოგიის საავტორო სემინარს უმასპინძლებს.
სამსაათნახევრიანი სემინარის განმვალობაში სპიკერების სამუშაო თემები იქნება:
- როგორ ვიყოთ ენერგიულები გადატვირთულ რეჟიმში;
- როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა დღის განმავლობაში;
- როგორ მივაღწიოთ სასურველ ფიზიკურ ფორმას მკაცრი დიეტების გარეშე;
- როგორ დავუკავშიროთ კვება ემოციურ მდგომარეობას, კონცენტრაციასა დამოტივაციას;
სემინარზე ჩატარდება სხეულსა და შინაგან მდგომარეობაზე ორიენტირებული პრაქტიკებიც, რომლებიც მონაწილეებს ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესაბაში დაეხმარება.
ნატა გაგუა და ნანა შონია პრაქტიკულ რეკომენდაციებსაც გასცემენ : მარტივ და რეალურად შესასრულებელ ნაბიჯებს, მუდმივ დინამიკაში გაწერილი ყოველდღიურობის და თანამედროვე ცხოვრების აქტიური რიტმისას შინაგანი ბალანსისა და სხეულის ჰარმონიისკენ.
სემინარში მონაწილეობის ღირებულებაა - 350 ლარი
ნახევარსაათიან შესვენებაზე მონაწილეებს სასტუმრო ჩაი-ყავით და წყლით გაუმასპინძლდება.
ასაკობრივი შეზღუდვა 16+
2500 სასტუმროთი 79 ქვეყანაში, გვაქვს მილიონობით მიზეზი აღსანიშნავად და კიდევ მეტი – სამომავლო მოლოდინისთვის.
შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი 50-წლიანი გზა, როგორც თქვენი სანდო მოგზაურობის პარტნიორი.
ერთად – წინ ახალი მიზნებისკენ!