პროფესიული გადაწვა: ამოცნობა, პრევენცია და აღდგენა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
პროფესიული გადაწვა: ამოცნობა, პრევენცია და აღდგენა

პროფესიული გადაწვა: ამოცნობა, პრევენცია და აღდგენა

პროფესიული გადაწვა: ამოცნობა, პრევენცია და აღდგენა
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან200
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

25.07.2026
შაბათი
12:00
200
26.07.2026
კვირა
12:00
200

აღწერა

გრძნობთ, რომ ადრე ყველაფერს უფრო მარტივად უმკლავდებოდით, ახლა კი ყველაზე უბრალო საქმეც დიდ ძალისხმევას მოითხოვს?

➡️ იღვიძებთ დაღლილი, მუდმივად გრძნობთ, რომ დრო არ გყოფნით.

➡️გაღიზიანებთ ის, რაც ადრე საერთოდ არ გაღიზიანებდათ. 

➡️გიჭირთ კონცენტრაცია, შემცირდა მოტივაცია.

➡️ ეს შეიძლება პროფესიული გადაწვის ნიშნები იყოს.

პროფესიული გადაწვა შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს მუდმივი პასუხისმგებლობის, სტრესის, გადატვირთული გრაფიკისა და საკუთარი თავის იგნორირების პირობებში.

ამ ტრენინგზე გაიგებთ:
- როგორ ამოიცნოთ პროფესიული გადაწვის ადრეული ნიშნები.
- როგორ განასხვავოთ გადაწვა ჩვეულებრივი გადაღლისგან.
-რატომ ვერ გიბრუნდებათ ენერგია მხოლოდ დასვენებით.
-როგორ აღადგინოთ ემოციური, ფიზიკური და პროფესიული რესურსები.
-რა ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ დღესვე, რათა თავიდან აიცილოთ მდგომარეობის გაღრმავება.
- როგორ მოვახერხოთ აღდგენა პროფესიული გადაწვის შემდეგ.
-როგორ ვიზრუნოთ ფსიქოეკოლოგიაზე.

ტრენინგი აერთიანებს თანამედროვე სამეცნიერო ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში დაუყოვნებლივ შეძლებთ.

პროფესიული გადაწვა აისახება ადამიანის ყოველდღიურ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე და ცვლის ცხოვრების ხარისხს.

აღდგენა პროფესიული გადაწვის შემდეგ და ფსიქოეკოლოგიის დაცვა არის პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი.

✅️ტრენინგს გაუძღვება
მარიამ გოჩაძე - ევროპული სერტიფიცირების ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი (ECP, ECIP სერტიფიკატების მფლობელი , ფსიქოლოგიის მაგისტრი.

✅️ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 საათი.

ტრენინგის განრიგი:
შაბათი, 25 ივლისი - 12.00-დან 15.00 საათამდე.
კვირა, 26 ივლისი -12.00-დან 15.00 საათამდე.

ტრენინგის ღირებულებაა 200 ლარი.
✅️საშეღავათო პირობები:
სტუდენტებისთვის ტრენინგის ღირებულებაა 150 ლარი.
წყვილად რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეულისთვის ტრენინგის ღირებულებაა 150 ლარი.
15 ივლისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილეობის ღირებულებაა 150 ლარი.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის NUO GFP წევრებისთვის მონაწილეობის ღირებულებაა 150 ლარი.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ბმული:

https://forms.gle/shLk8aPzXYquuMNr8

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
595 07 81 82
pps.dendroni@gmail.com

ფოტო და ვიდეო

პროფესიული გადაწვა: ამოცნობა, პრევენცია და აღდგენა

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება