პროფესიული და პიროვნული საზღვრები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
პროფესიული და პიროვნული საზღვრები

პროფესიული და პიროვნული საზღვრები

პროფესიული და პიროვნული საზღვრები
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ქართული

განრიგი

27.06.2025
პარასკევი
19:00
50

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ტრენინგ-ციკლის, „პიროვნული და პროფესიული განვითარების" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ანა ღვინიანიძესთან.

 პირადი და სამუშაო ცხოვრების საზღვრების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს 21-ე საუკუნის ადამიანისათვის. დღევანდელ რეალობაში, პროფესიული გამოწვევები ემოციურ გადატვირთვის წყაროდ იქცევა, ხოლო ურთიერთობებში ხშირად იკარგება "არა-ს" თქმის უნარი – მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, სად იწყება და სად მთავრდება ჩვენი საზღვრები.

 სწორად განსაზღვრული საზღვრები არა მხოლოდ კომფორტის წინაპირობაა, არამედ ზრდის რეალურ შესაძლებლობებს — როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებში.

რას გასწავლით ტრენინგი?

საზღვრების მნიშვნელობის გაცნობიერება – რა არის ისინი და როგორია მათი როლი განვითარებაში

საზღვრების დაწესება და დაცვა – როგორ დავიცვათ თავი გადატვირთვისგან და გადაწვისგან

სხვისი საზღვრების მიღება და პატივისცემა – როგორ ავარიდოთ თავი კონფლიქტს და გავზარდოთ თანაგანცდა

 ემოციური ბარიერების იდენტიფიცირება – რომელი ემოციები გვიშლიან ხელს და როგორ ვმართოთ ისინი ეფექტურად

დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

პროფესიული და პიროვნული საზღვრები

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება