ჩემი შინაგანი და გარეგანი საყრდენები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ჩემი შინაგანი და გარეგანი საყრდენები

ჩემი შინაგანი და გარეგანი საყრდენები

ჩემი შინაგანი და გარეგანი საყრდენები
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
ქართული

აღწერა

 

💡 15 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - „მოტივაცია და თვითშეფასება" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ, აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ ინტეგრას ფსიქოთერაპევტ ნინო ბუაძესთან თემაზე: „ჩემი შინაგანი და გარეგანი საყრდენები".


ლექცია ეძღვნება იმ რესურსებს, რომლებიც ადამიანს სირთულეებთან გამკლავებაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის შენარჩუნებაში ეხმარება.

 

შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რას ნიშნავს გარეგანი საყრდენი: ადამიანები, ურთიერთობები, გარემო და გამოცდილებები, რომლებთანაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ და როგორ ყალიბდება შინაგანი საყრდენი, რომელიც გვაძლევს ძალას გავაგრძელოთ მოქმედება მაშინაც კი, როცა გზა ბუნდოვანია ან მხარდაჭერა ნაკლებია.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თვითშეფასების, მოტივაციისა და შინაგანი მდგრადობის ურთიერთკავშირს, ასევე იმას, როგორ შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში შევქმნათ და გავაძლიეროთ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი საყრდენები. შეხვედრა დაგვეხმარება უკეთ დავინახოთ საკუთარი რესურსები და უფრო თავდაჯერებულად გადავდგათ ნაბიჯები ცვლილებისა და განვითარებისკენ.


🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

 

ფოტო და ვიდეო

ჩემი შინაგანი და გარეგანი საყრდენები

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება