მოტივაცია და დისციპლინა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მოტივაცია და დისციპლინა

მოტივაცია და დისციპლინა

მოტივაცია და დისციპლინა
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან80
advertising
ქართული

განრიგი

28.01.2026
ოთხშაბათი
19:00
80

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება მარინა კაჭარავას ტრენინგი თემაზე: „მოტივაცია და დისციპლინა"


 ბევრი ადამიანი იცნობს მდგომარეობას, როცა მიზნები არსებობს, სურვილიც არის, მაგრამ მოქმედება ჭიანურდება, მოტივაცია სწრაფად ქრება და ყოველდღიურობაში დისციპლინა ვერ ნარჩუნდება. ჩნდება შიდა წინააღმდეგობა, თვითკრიტიკა და განცდა, რომ „უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ვერ ვიწყებ“. ეს მდგომარეობა ხშირად არ არის სიზარმაცის შედეგი, არამედ მოტივაციისა და ქცევის ფსიქოლოგიური მექანიზმების გაუთვალისწინებლობის შედეგია.


 ტრენინგზე განვიხილავთ მოტივაციის ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებს და იმას, თუ როგორ მუშაობს მოტივაცია როგორც ენერგიის წყარო და მიმართულების მიმცემი ძალა. შემდეგ ვისაუბრებთ დისციპლინაზე როგორც ჩვევასა და სისტემაზე, რომელიც ეხმარება მოტივაციას შენარჩუნებასა და რეალიზებაში.

 შეხვედრა ტარდება პრაქტიკულ ტრენინგ ფორმატში და აერთიანებს მოკლე ფსიქო-საგანმანათლებლო ბლოკებსა და თვითრეფლექსიურ სავარჯიშოებს. მონაწილეები იმუშავებენ საკუთარ მაგალითებზე, ჩვევების ანალიზზე.


 ტრენინგზე ვისაუბრებთ:

 მოტივაციის ფსიქოლოგიის ძირითად თეორიებზე და მათი გამოყენების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე;

 დისციპლინა როგორც ჩვევა და სისტემა;

 შიდა წინააღმდეგობა და თვით-საბოტაჟი: რა გვაჩერებს მოქმედებისგან;

 მცირე ქმედებების ძალა და პასუხისმგებლობის აღება ყოველდღიურ ცხოვრებაში.


 ტრენინგი განკუთვნილია:

 ადამიანებისთვის, რომლებიც გრძნობენ მოტივაციის ხშირ დაკარგვას;

 პროფესიონალებისთვის და მენეჯერებისთვის, რომლებსაც უჭირთ დაწყება და პროცესის შენარჩუნება;

 მათთვის, ვისაც სურს უფრო სტაბილური, არა ემოციურ მდგომარეობაზე დამოკიდებული მოქმედება;

 ყველა დაინტერესებული პირისთვის.


 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

მოტივაცია და დისციპლინა

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება