აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ, ინტეგრას ფსიქოთერაპევტ, ოლიკო ნაკაშიძეთან.
ლექცია შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს მშობლებს, გაუგონ და მხარი დაუჭირონ შვილებს მოზარდობის ასაკში არსებული მაღალი სტრესისა და შფოთვის ფონზე. ჩვენ ჩავუღრმავდებით ტვინში მიმდინარე პროცესებს – თქვენ გაიგებთ, თუ რატომ არის მათი ემოციური რეაქციები ასეთი მძაფრი და მიიღებთ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ აქტიურდება თავდაცვის სისტემა შფოთვისა და სტრესის დროს. ლექციის შედეგად, თქვენ მოიპოვებთ კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროთ მათ შეამცირონ შფოთვის შემაფერხებელი გავლენა და მიჰყვნენ მიზნებს, შიშის მიუხედავად.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
