ლუმოსის იოგური გასვლა ცემში ირაკლისთან და დოვიდასთან ერთად თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ლუმოსის იოგური გასვლა ცემში ირაკლისთან და დოვიდასთან ერთად

ლუმოსის იოგური გასვლა ცემში ირაკლისთან და დოვიდასთან ერთად

ღირებულებაში შედის:  მგზავრობა; განთავსება სასტუმროში; კვება; ყველა პრაქტიკაზე დასწრება. რა გელით სამდღიანი განახლების რითრითზე?  მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება ორგანიზმის გასაწმენდად და უჯრედების გასაახლებლად - პირველ დღე - კვება მხოლოდ ხილით;მეორე დღე - ხილი და ბოსტნეულის სალათები;მესამე დღე - ვეგანური, მსუბუქი და ჯანსაღი კერძები, რომლებიც აგვავსებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებით.  მრავალფეროვანი იოგას პრაქტიკა სხეულის გასაძლიერებლად, ამტანობისა და მოქნილობის გასაზრდელად, კუნთების გასაწელად და მოსადუნებლად, რელაქსაციისა და დარბილებისათვის.  სუნთქვითი ვარჯიშები - ინსტრუქტორის მეთვალყურეობით სწორად და ყურადღებით შესრულებული სუნთქვითი ვარჯიშები ამშვიდებს და აბალანსებს გონებას, ათავისუფლებს დაგროვილ გაუცნობიერებელ და ნეგატიურ ემოციებს.  კონცენტრაცია და მედიტაცია - მენტალური სავარჯიშოები, რომლებიც ამცირებს შფოთვას და აძლიერებს კონცენტრაციას.  ბგერითი თერაპია დიჯერიდუთი - მაღალი სიხშირის ბგერები დადებით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მიიღწევა რელაქსაციისა და მსუბუქი თერაპიული ტრანსის მდგომარეობა.  სიარულის მედიტაცია - მდუმარე მდგომარეობაში სიარულისას შესრულებული მარტივი, უბრალო ტექნიკა, რომელიც ძალიან საჭიროა დღევანდელ აჩქარებულ სამყაროში.  სადჰუ ლურსმნებზე დგომა - დაფაზე დგომისას სტიმულირდება ფეხისგულებში არსებული ნერვული დაბოლოებები და მთელ ორგანიზმში იგზავნება სასარგებლო იმპულსები. ის ასევე ეფექტური თერაპიულ-ემოციური გაწმენდაცაა. რეგისტრაციისთვის:მოგვწერეთ ჩათშიან დაგვირეკეთ ნომერზე:595 620 001
ლუმოსის იოგური გასვლა ცემში ირაკლისთან და დოვიდასთან ერთად
71 Sairme St., Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

9, 10 და 11 მაისს, ლუმოსის იოგას ინსტრუქტორები, დოვიდასი და ირაკლი გეპატიჟებათ სამდღიანი გაწმენდისა და განახლების რითრითზე ცემში 🧜‍♂️
ცემში გვიმასპინძლებს სასტუმრო განთიადი, მყუდრო და კომფორტული ნომრებით, ტყესთან ახლოს, რაც კიდევ უფრო დაუვიწყარ თავგადასავალს გვპირდება.
💫 ირაკლი და დოვიდასი იოგას გამოცდილი და ყურადღებიანი ინსტრუქტორები არიან, მათი სწავლების მთავარი მიმართულებებია: ჰათჰა იოგა, თერაპიული იოგა და იოგა ინდივიდუალური მიდგომით.
✨გასვლის ღირებულებაა: 350 ლარი

ფოტო და ვიდეო

ლუმოსის იოგური გასვლა ცემში ირაკლისთან და დოვიდასთან ერთად

ადგილი

ლუმოს
ლუმოს
71 Sairme St., Tbilisi
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება