ეს ძალიან უცნაური ისტორიაა ჯაზის მუსიკოსზე, რომელიც კლავს (ან არ კლავს?) თავის ცოლს და შემდეგ მისტიკური გზით ქრება ციხიდან.
სიუჟეტის გადმოცემა ფაქტობრივად შეუძლებელია.
საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ფილმის ყურებისას — არის ის, რომ ატმოსფეროს სრულად მისცეთ თავი და აჰყვეთ თქვენს ასოციაციებს.
ეს არის მთელი ლინჩი — მაყურებელს სერიოზულად მოუწევს ტვინის დაძაბვა, რომ როგორმე გამოძერწოს თავისი ვერსია.
ლინჩის ეს ახალი ნამუშევარი კრიტიკოსებმა სხვადასხვაგვარად მიიღეს: ერთმა ნაწილმა იფიქრა, რომ რეჟისორის კარიერა დაეცა,
სხვები (მათ შორის ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი) კი აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
ფილმში ჟღერს ლუ რიდის, დევიდ ბოუის, Rammstein-ის და მერლინ მენსონის მუსიკა.
ხმის დიზაინზე მუშაობდა ტრენტ რეზნორი (Nine Inch Nails).
ფილმის სიუჟეტის მიხედვით კომპოზიტორმა ოლგა ნოივირტმა და ნობელის ლაურეატმა მწერალმა ელფრიდე იელინეკმა დაწერეს ოპერა.