21 ივნისი
თანამედროვე (და არა მხოლოდ) აკადემიური მუსიკის კონცერტი: სულიერი, საერო და ავანგარდული хოროის ნაწარმოებები ძირითადად XX-XXI საუკუნეებიდან — Arvo Pärt, John Tavener, Randall Thompson, Paul Mealor, Ēriks Ešenvalds და სხვ.
თბილისური გუნდი Ursa Major (დიდი დათვის თანავარსკვლავედი) მრავალფეროვანი გამოცდილებით გამოირჩევა — sold out კონცერტები პირველივე კვირაში, ჰოლივუდური მიუზიკლებისთვის შექმნილი ხორული პარტიტურები და ქველმოქმედებითი პროექტები.
Ursa Major-ში გაერთიანებულია 6 ეროვნების 30-ზე მეტი მომღერალი. ეს მრავალფეროვნება ამდიდრებს ჟღერადობას, თუმცა მუსიკის სიყვარული გუნდის ერთიანი პულსია.
კონცერტზე შესრულდება ევროპელი კომპოზიტორების მუსიკა ლათინურ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე — ინგლისის, აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთის, ესტონეთის, სლოვენიის, შვედეთისა და პოლონეთის ავტორების.
სულიწმიდის ეკლესია — კათოლიკური ტაძარი ბათუმში, საქართველოში. იგი კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატურას მიეკუთვნება.
ადრე ბათუმში მდებარეობდა კათოლიკური ტაძარი, რომელიც 1903 წელს აშენდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაძარი ჩამოერთვათ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იგი დაუბრუნდა საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას.