სულიწმიდის ეკლესია — კათოლიკური ტაძარი ბათუმში, საქართველოში. იგი კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატურას მიეკუთვნება.
ადრე ბათუმში მდებარეობდა კათოლიკური ტაძარი, რომელიც 1903 წელს აშენდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაძარი ჩამოერთვათ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იგი დაუბრუნდა საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას.