მენიუ
26 მარტს 20.00 საათზე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება გამოჩენილი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის - იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
იოსებ კეჭაყმაძის უნიკალური და ნოვატორული შემოქმედებითი მემკვიდრეობა ქართული მუსიკალური კულტურის საგანძურშია შესული, მის მიმართ ინტერესი საერთაშორისო მასშტაბისაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ხელოვანთა ნამუშევრებთან ერთად, იოსებ კეჭაყმაძის ორი ნაწარმოები მთვარეზე გაიგზავნება.